დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მალე პარკირების ახალი ადგილი მოეწყობა
ავტორი:
2013/08/27 19:04:55

 

მალე ქუთაისში TBC ბანკის ცენტრალური ოფისის წინ პარკირებისთვის ახალი ადგილი გაიხსნება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ავტოპარკირების განთავსების ადგილთან დაკავშირებით შესაბამისი მოლაპარაკებები საპატრულო პოლიციასთან უკვე მიმდინარეობს.

"თანხმობის შემთხვევაში, რაც ვფიქრობ არ დააყოვნებს, ბანკის წინ კიდევ ერთი  პარკინგი მოეწყობა", –განაცხადა თამაზ მარგველაშილმა.

დღესვე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქში დამატებითი ვიდეოკამერების დამონტაჟების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ვიდეოთვალების განთავსების ადგილებს ქუთაისის საპატრულო პოლიცია შეარჩევს. პროექტისთვის სულ 250 ათასი ლარი დაიხარჯება, რომელიც  ხიდებისა და გზების საექსპლოატაციო თანხის  დანაზოგვის შედეგად გამოიყო. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია