დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სადისპეტჩეროში დარეკვის ნაცვლად...
2009/09/21 13:00:53

მე­­რე თვეა, თაბუკაშ­ვი­ლი­სა და მა­­სუ­რა­ძის ქუ­ჩის მცხოვ­რებლები გა­­საძ­ლის მდგო­მა­რეობაში არი­ან: საკ­მა­რი­სია ამინ­დის ოდ­ნა­ვი ცვლი­ლება, რომ დე­ნი მი­დის და მო­სახლეობა თით­ქმის მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში უშუ­ქოდ რჩება. მა­თი თქმით, არა­ერთხელ და­რე­კეს სა­დის­პეტ­ჩე­რო­ში, სა­დაც ყოველ ჯერ­ზე დახმა­რებას აღუთ­ქვამ­დნენ, თუმ­ცა, არა­ნა­­რი რე­­გი­რება დღემ­დე არ ყოფი­ლა.

„რომ ითი­შებოდა დე­ნი, ვრე­კავ­დით სა­დის­პეტ­ჩე­რო­ში. „ვი­ცით, გა­გი­კე­თებთო“, - გვპა­სუხობდნენ, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­უშ­ვი­ათ სა­ნახავად, რომ გა­ერ­კვი­ათ, რა­ში იყო საქ­მე. მე­რე გა­ვი­გეთ, რო­მელ ფი­დერ­ზეც ჩვენ ვსხედ­ვართ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია. ამი­ტომ, ცალ­კე უნ­და გა­მოგვყონ აბონენ­ტები და ასე მოგ­ვარ­დება ჩვე­ნი პრობლე­მა. სა­ჭად­რა­კო კლუბთა­ნაც ჰქონ­დათ ანა­ლო­გი­უ­რი პრობლე­მა, მაგ­რამ გა­მო­უც­ვა­ლეს ფი­დე­რი. ჯერ ზამ­თა­რი არ დამ­დგა­რა და სა­ში­ნელ მდგო­მა­რეობაში ვართ, - სა­ჭად­რა­კო კლუბიდან თაბუკაშ­ვი­ლის მერ­ვე ჩიხამ­დე, მა­ი­სუ­რა­ძის ჩათ­ვლით, - ქა­რი დაუბერავს თუ წვი­მა წა­მო­ვა, მა­შინ­ვე ითი­შება შუ­ქი...“ - გვითხრა თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებმა ამი­რან კლდი­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლ პრობლე­მასთან დაკავშირებით გაზეთმა „P.S.“-მა „ენერ­გო-პრო ჯორჯიას“ მი­მარ­თა, თუმ­ცა, მათ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუხი არ აღ­მო­აჩ­ნდათ. რო­გორც გან­გვი­მარ­ტეს, ცუდ ამინ­დში დე­ნის გა­თიშ­ვა ქსე­ლის ავა­რი­უ­ლობას­თან არის და­კავ­ში­რებული, მო­სახლეობას კი სა­დის­პეტ­ჩე­რო­ში და­რეკ­ვის ნაც­ვლად (რომ­ლის კომ­პე­ტე­ნცი­ა­ში არ შე­დის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოების ჩა­ტა­რება), უშუ­ა­ლოდ ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის მომ­სახურების ცენ­ტრის ტექ­ნი­კურ სამ­სახურ­ში ურ­ჩი­ეს განცხადების შე­ტა­ნა.

„თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა საკ­მა­ოდ დი­დი­ა, ამი­ტომ, ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად გი­პა­სუხოთ, თუ რო­მელ SP-ს ან ფი­დე­რის აბონენ­ტების შე­სახებ გვე­კითხებით და რა პრობლე­მა აქვთ. საკ­მა­რი­სი­ა, ქუ­ჩის ან უბნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა განცხადებით მი­მარ­თოს ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის ქუ­თა­ი­სის მომ­სახურების ცენტრს, მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სამ­სახური შე­საბამის რე­ა­გი­რებას მოახდენს, ად­გილ­ზე ნახავს და აღ­მოფხვრის პრობლე­მას“, - გვი­პა­სუხა „ენერ­გო-პრო ჯორჯიას“ სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურ­მა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია