ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ საინტერესო მიმართვა გაავრცელა პარლამენტის წევრების მიმართ.
გთავაზობთ მას უცვლელად.
"საქართველოს პარლამენტის წევრებს!
ბატონებო, თქვენ დედები გყავთ?!
თუ გყავთ, შეაჩერეთ მიწის გაყიდვა უცხოელებზე, სანამ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ იქნება შემუშავებული და ყველაფერი თავის ადგილზე არ დადგება , - ეს კი მალე იქნება!
გამოიჩინეთ ელემენტარული პასუხისმგებლობა!
აიღეთ უკანასკნელი 6 თვის სტატისტიკა, - ნახეთ, რა ტემპებით იყიდება ყველაფერი!
არ გეშინიათ რისხვის?!"
დემურ გიორხელიძე