დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დააწესა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/31 19:44:48

როგორც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, სტიპენდია თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. 



“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დავაარსო ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. ამ ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა”, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2359
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია