დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დავა საგამოძიებო კომიტეტისთვის
2012/11/07 13:44:15

ნაციონალები  ხავსს ეჭიდებიან და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დასანიშანდ იბრძვიან.  ქართული ოცნება  იცინის, იცინის,  კვდება სიცილით: ამაზეა ნათქვამი მელას ქათამი ანდესო

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების  შეტანის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს იურიდიულ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. კანონპროექტის ძირითადი დებულებები, რომელთა თანახმად  დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობაზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო კომისიას უმცირესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა უხელმძღვანელოს, პავლე კუბლაშვილმა წარადგინა. თავდაპირველი პროექტით, იგივე წესით უნდა დაკომლექტებულიყო სხვა დროებითი კომისიებიც. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება კი მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობას ეძლეოდა.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა შესაბამისობაშია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამასთან და იგი თავისებურად ხელს შეუწყობს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ეფექტურობის და საპარლამენტო უმცირესობის როლის გაზრდას. ამ აზრს არ იზიარებს  საპარლამენტო უმრავლესობა. მათი შეფასებით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლის საკითხი დადგება, ოპოზიციაში გადასული ყოფილი მმართველი გუნდი ამ პროცესს ობიექტურად განახორციელებს. 
ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტის ავტორებმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები ნაწილობრივ გაიზიარეს, თუმცა  უმრავლესობის წევრების აზრით, კანონპროექტი მათთვის მაინც მიუღებელია. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ფრაქცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან წარმოდგენილი ნორმები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიაჩნია. 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, სანამ არ იქნება გაწონასწორებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება მიზანშეუწონელია. „იმ უფლებების გამო, რომელიც დღეს არის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის – საქართველოს პრეზიდენტის ხელში, და ეს იმასთან ერთად, რომ უმცირესობა, იგივე საპარლამენტო ოპოზიცია არის იგივე ნაციონალური მოძრაობა, კანონპროექტით განსაზღვრული  უფლების მიცემა გამოიწვევს ხელისუფლებაში ბალანსის უფრო მეტად დარღვევას“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობისათვის მანამ მიუღებელი იქნება, სანამ არ იქნება შემოღებული ხელისუფლების დანაწილების შესაბამისი მოდელი, რასაც კონსტიტუციური ცვლილებები ესაჭიროება. 
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, უფლებამოსილების ვადაში მას აუცილებლად განახორციელებენ და ეს წარმოდგენილ საკითხსაც შეეხება.
საბოლოოდ, ორივე კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს ცალ-ცალკე უყარა კენჭი და კანონპროექტი ორივემ მიუღებლად მიიჩნია.

რაც შეეხება საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, ამ თანამდეობოას თინა ხიდაშელი დაიკავებს.

ელისო გოლეთიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია