დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნესტან კირთაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა
2013/07/11 16:07:38

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის” პრეზიდენტმა ნესტან კირთაძემ, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 98-ე მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 
კირთაძის წინასაარჩევნო კამპანიის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატი, ევროპულ-ქართული საზოგადოების პრეზიდენტი, სახალხო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი ნესტან კირთაძის საარჩევნო შტაბის საერთაშორისო ურთიერთობათა ხელმძღვანელი ანა რეხვიაშვილი; სახალხო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიორგი რობაქიძე; პროფესორი, სახალხო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ზუგდიდისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის შტაბის ხელმძღვანელი ვახუშტი ფარცვანია; სახალხო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, გორისა და შიდა ქართლის შტაბის ხელმძღვანელი გიგა მესხიძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სახალხო მოძრაობის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ქუთაისისა და იმერეთის შტაბის ხელმძღვანელი მინდია ბერეკაშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია