დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გასათავისუფლებელ პოლიტპატიმართა სიაში 126 ადამიანია
2012/10/09 16:30:46

პარტია „თავისუფალი საქართველომიერ ინტერნეტით გავრცელდა იმ პოლიტპატიმართა სია, რომელიც ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ გათავისუფლდებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, „პოლიტპატიმართა“ გათავისუფლებისას კოალიცია ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ შედგენილი სიით იხელმძღვანელებს.

ადგილობრივი არასამთავრობოების მიერ შედგენილი სია კი,  ამ დროისთვის 126 კაცს მოიცავს. კერძოდ, სიაში არიან „გამა ბანკის“ დამფუძნებელი ამირან ქადაგიშვილი, პარტის „სპორტული საქართველოს“ წევრი, ბიზნესმენი ლუკა რამაზაშვილი, შს სამინისტროს გამომძიებელი ბათუ საღინაძე (კალაძის ძმის საქმეს იძიებდა), კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი, „მონარქისტული პარტიის“ წევრი თეიმურაზ ჟორჟოლიანი, პარტია „სამართლიანობის“ წევრი კახაბერ ქანთარია, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ალექსანდრე ჭუმბურიძე, „კონსერვატიული პარტიის“ წევრი ჯონი ჯიქია, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები გიორგი ამირანაშვილი, მარლენ ნადირაძე, თეიმურაზ ნაოჭაშვილი, ჯონი ბაბილოძე, სიმონ წურიაშვილი, ზურაბ ბერიძე, დავით გრძელიძე და რევაზ კლდიაშვილი, პარტია „ჩვენ თვითონის“ წევრი მერაბ რატიშვილი, პარტია „სამართლიანობის“ წევრი ანზორ მეზვრიშვილი, ბატალიონ „ავაზას“ მეთაური, გენერალი ტრისტან წითელაშვილი (აგვისტოს ომის დროს გორის რაიონში სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მეთაური, უკანდახევის ოპერაციის შესახებ სტრატეგიულ ინფორმაციას ფლობდა), „დემოკრატიული საქართველოს წევრი ჯუმბერ თავშავაძე, „სახალხო კრების“ წევრი ბეჟან დავითიძე, „რესპუნლიკური პარტიის“ წევრი გოგიჩაშვილი გიგა.

სიაში ასევე არიან „მუხროვანის ამბოხში“ მონაწილეობისთვის გასამართლებული პირები - შოთა გორგიაშვილი, ბესიკ ფოცხვერაშვილი, ზვიად ჯაჭვაძე, ირაკლი თოფურიძე, ალექსანდრე ბეგოიანი, ბექა გრიგალაშვილი, ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ზურაბ მიქაძე, კობა ოთანაძე, ლევან ამირიძე, ზაზა მურჯიკნელი, ვანო საბაშვილი, ვაჟა და იმედა საგინაშვილები. თითოეულ მათგანს მრავალწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „პოლიტპატიმრის“ სტატუსი მიანიჭეს სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას, რომელსაც გამოძიება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება, ქართულმა მართლმსაჯულებამ კი თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ამ დროისთვის სტრასბურგის სასამართლოშია გასაჩივრებული.

სიაში ასევე არიან, „სამოქალაქო ფრონტის“ წევრები მელორ ვაჩნაძე, ლევან ლოლიაშვილი,ლევან გოგიჩაიშვილი,გიორგი ალხაზიშვილი, შალვა გოგინაშვილი და ზაალ ჟვანია, 9 აპრილის აქციაზე დაკავებული პირები კონსტანტინე და დავით კაპანაძეები, ბესო და ლევან გორგიაშვილები, ვახტანგ მასურაშვილი და გია დადეშელი, გარდაცვლილი დეპუტატის ბონდო შალიკიანის ვაჟი ზურაბ შალიკიანი, ბადრი ბიწაძის დროს სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ გორგაძე, „დაიცავი საქართველოს“ წევრები კონსტანტინე ლომიძე და მერაბ მაისურაძე, საქარელოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია, 2010-2011 წლებში საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულები გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია, მერაბ ყოლბაია - „კოჭოია“ და დავით კეკუტია, ბიზნესმენი ბესარიონ ხვინთელანი (აქვს ორმაგი მოქალაქეობა, საქართველოსა და რუსეთის), „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გურამ ჟორდანია, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე, გიორგი გაბედავა, ჯაბა გურჩიანი, ავთანდილ ზუმბაძე, რატი მაისურაძე, დავით შალამბერიძე, ლევან ჩაჩუა, დეველოპერული კომპანია „ნიბა-ინვესტის“ ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე, თურქი მესხების საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანის“ თანამშრომელი დავით მესხიძე.

სიაში მოხვდნენ სპეცოპერაცია „ენვერის“ მონაწილე პირები, ქართული შეიარაღებული ძალების მფრინავები - დავით მესხიძე, გელა კაკაბაძე, ტარიელ აბაშიძე, გოჩა დიასამიძე, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი, „სიბოლტის“ საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი არმენ გევორქიანი, მისი მოადგილე რუბენ შიკოიანი, ბიზნესმენი რუსლან გალოგრე, იური სკრილნიკოვი, რადიოსპეციალისტი ედუარდ აბდულაევი.

სიაში ასევე არიან: ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე, მალხაზ და ლაშა არქანიები, „სახალხო კრების“ წევრები, მერაბ ძირკვაძე, ედუარდ ამბაცურმიანი, კაკო შუბითიძე, ზვიად ბერაძე, ბახვა სტურუა, დავით ფარტენაძე, შაქრია ზურაშვილი, გია სალუქვაძე, ვასილ გოგოლაძე, გოჩა მუხაშავრია, ზურაბ ხუციშვილი, ივანე ჩიღვინაძე, კობა გოცირიძე და ზაზა ჩიკვილაძე, „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობის“ წევრები ოლეგ კეშელავა, ზაზა გვიმრაძე, მიხეილ მაისურაძე, ნიკოლოზ გოგუაძე, ვარლამ ჩარკვიანი, მახარე სისაური, მიხეილ ცილიკიშვილი. „ქართული პარტიის“ წევრები ბონდო კაკაშვილი, დავით ჯარმელიშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გოგლიჩიძე, ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი ანრი ჯოხაძე, „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გიორგი ახალკაცი, „ქართული ოცნების“ წევრები- თამაზ თამაზაშვილი, ზაზა კობახიძე, ირაკლი სესიაშვილის მეგობარი ზაურ მაკარაძე, პარტია „აღორძინების“ წევრი ფრიდონ დევრიშაძე, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. კონსერვატორების წევრები ნიკოლოზ კვეზერელი და მერაბ კაჭახიძე, „ქართული პარტიის“ წევრი - შოთა იამანიძე, იორმუღალოს ყოფილი რწმუნებული კაზანფარ მამედოვი და რუსეთის მოქალაქე პავლე ბლიაძ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია