დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თენგიზ თოფურიძე: „ქუთაისის მერიაში კონკურსის გამოცხადების თარიღი ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს"
2013/07/03 17:08:28

ქუთაისის მეოთხე ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე გასულ კვირას ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ  კონკურსის გამოცხადების დაანონსებულ თარიღს გაუგებრობას უწოდებს, და ამბობს, რომ ადგილობრივი მედიის  წარმომადგენლებმა ინფორმაცია არასწორად გაიგეს.

„ჟურნალისტების მიერ არასწორად იქნა აღქმული კონკურსის გამოცხადების თარიღი. 2 ივლისს არ იგეგმებოდა კონკურსის დაწყება.  გუშინ მხოლოდ ცვლილება შევიდა კანონში,  რომლის თანახმადაც, ჩვენ სწორედ წინა დღეს მოგვეცა  კონკურსის გამოცხადების უფლება. დღეიდან უკვე შეგვიძლია, გამოვაცხადოთ კონკურსი,“ – განაცხადა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ტელეკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში. თოფურიძეს არ დაუკონკრეტებია მერიაში კონკურსის გამოცხადების ზუსტი დრო.

ქუთაისის მეოთხე ვიცე-მერმა ასევე ისაუბრა კონკურსის შემდეგ დაგეგმილ ატესტაციაზე და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე მზადაა ატესტაციის ჩასატარებლადაც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რომელიც მერიის სტრუქტურების ახალი კადრებით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია