დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის, მაია კობახიძის განცხადება
2012/09/21 14:54:11

„სამწუხაროდ სისტემური შეცდომები დაშვებულია არა მარტო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმების დროს, არამედ განათლების რეფორმაშიც“ 

 

ჭეშმარიტებაა, რომ ყველაზე გულწრფელი და სწორი რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქვთ სტუდენტებს და ახალგაზრდებს. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო გუშინდელ აქციაში მონაწილე ყველა სტუდენტს, რომლებმაც ემოციურად და სამართლიანად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება იმ შემზარავი ფაქტების მიმართ, რაც ტელეეკრანებიდან ყველამ ვიხილეთ. ახალგაზრდებმა  მიზანს მიაღწიეს . მათი ასეთი მოქმედება მაგალითი უნდა გახდეს ყველასთვის. დროა, პედაგოგებმა ღრმად გაანალიზონ შექმნილი ვითარება, გადალახონ შიშის ფაქტორი და დაანახონ საზოგადოებას თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია.

პედაგოგის შემდგომი ავტორიტეტის განმსაზღვრელი იქნება 1ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და თუ როგორ იმოქმედებენ საარჩევნო კომისიის წევრი პედაგოგები არჩევნების დროს, როგორ დაიცავენ კანონს - თითოეული მოქალაქის და ქართველი ერის არჩევანს, არის უმთავრესი ტესტი ამ ინსტიტუტის შემდგომი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის საზოგადოებაში.

სამწუხაროდ, სისტემური შეცდომები დაშვებულია არა მარტო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმების დროს, არამედ – განათლების რეფორმაშიც.  პედაგოგებს წაართვეს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, საკლასო ოთახების ნაცვლად შეუქმნეს საკნები, კომფორტული გარემოს ნაცვლად - სტრესული გარემო, აკონტროლებენ მანდატურები , რომელთა აქტების საფუძველზე შელახეს უამრავი პედაგოგის ავტორიტეტი.  დღეს ყველა პრობლემამ დაკარგა აქტუალურობა იმ შემზარავი კადრების გამოაშკარავებით, რაც იხილა სრულიად საქართველომ.  დროა, ყველამ ერთად დავიწყოთ მოქმედება არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.

მიგვაჩნია რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა, პირველ რიგში, უნდა გააუქმოს კაბალური შრომის კოდექსი და მიიღოს ახალი ცივილიზებული, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონი, რაც საწინდარი იქნება დასაქმებულთა შრომითი, სოციალური და სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1365
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია