დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო მონიტორინგი
2012/05/16 16:49:47

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით შედგა მრგვალი მაგიდა: ,,ეს შენ გეხება“ კამპანიის ფარგლებში. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) შეხვდა ქუთაისის  პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს კამპანიის ფარგლებში მომზადებული ინიციატივების და წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით.

აღნიშნულ შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მცირე დებატები გაიმართა. წინასაარჩევნო გარემო, სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხები 2012 წელში, კონტროლის პალატის უფლებამოსილების გადამეტება და საკონსტიტუციო ცვლილება წინასაარჩევნოდ - შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე გაიმართა მსჯელობა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1559
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია