დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საქალაქო ავტობუსით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება
2013/05/13 14:59:25

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში, ქუთაისის მოსახლეობა საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებისთვის 10 თეთრით მეტს გადაიხდის.

ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ავტობუსებს, ხოლო მიკროავტობუსების შემთხვევაში, ჯერჯერობით, უცნობია, მოიმატებს თუ არა მგზავრობის ღირებულება. როგორც მერიის აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, სამარშუტო ხაზებზე ფასების რეგულირება მათ კომპეტენციაში არ შედის, რადგან მიკროავტობუსები  მუნიციპალურ ტრანსპორტს აღარ ეკუთვნის. 

„მძღოლი ვეღარ ინახავს ავტობუსის ხარჯებს. უამრავი პრობლემაა. მგზავრთა ნაკადი მცირეა. ასეთ პირობებში, არსებული ტარიფი ძალიან დაბალია. რაც შეეხება მიკროავტობუსებს,  მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაზარდონ ტარიფი, რადგან ისინი კერძო საკუთრებას წარმოადგენენ და ჩვენ ვერ დავუშლით ამას. საერთოდ, სპეციალისტების დაანგარიშებით, საქალაქო ტრანსპორტი 60 თეთრი მაინც უნდა ღირდეს,“ – აცხადებს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელი გიორგი აბესაძე.

მერიაში ამბობენ, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებაა და ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერ  შუაშია.

მგზავრობის ტარიფის გაზრდის შესახებ შესაბამისი აქტი ქალაქის საკრებულოში დასამტკიცებლად ივნისის ბოლოსთვის შევა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1353
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია