საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
სალომე ჩიხლაძე: „პროფესია ექიმი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა”
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2019/11/22 11:10:00

 

 

რუბრიკა "საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის" კვირის სტუმარია კლინიკა ლჯ-ს მეან-გინეკოლოგი სალომე ჩიხლაძე.

 

პროლოგი

სალომე ჩიხლაძე   1999 წლის  15 სექტემბერს ქუთაისში დაიბადა.  დაამთავრა  წმინდა ნინოს  სახელობის #3 საჯარო სკოლა. სწავლობადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც  უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება ქალაქ მინსკში, პოსტ-დიპლომურ სამედიცინო აკადემიაში გააგრძელა. 2014 წელს დაბრუნდა საქართველოში და   ექიმად მუშაობის ლიცენზია აიღო.   2015 წლიდან  დღემდე  მუშაობს კლინიკა ლჯ-ში. პრალელურად არის   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის  მოწვეულ სპეციალისტი.


-რატომ აიჩიეთ მედიცინის ეს პროფილი,  გინეკოლოგია?

- ენდოსკოპიური გინეკოლოგია და ონკო-გინეკოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა. სტუდენტობის პერიოდში პრაქტიკაზეც  შესაბამის განყოფილებებში დავდიოდი დ ამ სფეროს შესწავლას დიდ დროს ვუთმობდი. შესაბამისად, არჩევანიც ამ პროფილზე გავკეთე.


-  არის შემთხვები, პაციენტები თბილიში ან  სხვა ქვეყანაში მკურნალობას ამჯობინებენ.  თქვენი აზრით, რა დონეზეა  დღეს  მედიცინა ქუთაისში და პასუხობს თუ არა  რეგიონში არსებული სერვისები  თანმედროვე  მოთხოვნებს ?

- ვფიქრობ, ქუთაისში  მედიცინა იმაზე მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  აქ შესაძლებელია იმ დონის მომსახურების მიღება, როგორიც თბილისში ან თუნდაც -  ევროპაში.    აი ,მაგალითად  გინეკოლოგიის მიმართულებით რომ ვისაუბრო, ჩვენი კლინიკა   ენდოსკოპიური (უსისხლო) ოპერაციების სრულ მასშტაბს ფლობს.  აქ  კეთდება   იგივე სირთულის  ოპერაციები, რაც, მაგალთად, - საფრანგრეთში.

სამი წელია, კლინიკა ლჯ-ში ვმუშაობ და ამ ხნის განმვლობაში ერთ ადგილზე არ გავჩერებულვართ, უწყვეტად ვვითარდებით და  ახალ სერვისებს ვნერგავთ.     შემიძლია ვთვა, რომ ქუთაისში  ენდოსკოპიური ქირურგია და რეპროდუქტოლოგიური მიმართულება  საკმაოდ განვითარებულია. შესაძლოა, საზოგადოება ამიშესახებ  ინფორმირებული არაა.


- მაინც, რას ნიშნავს თქვენთვის "პროფესია ექიმი"?

-ექიმის ოჯახში გავიზარდე. მამა   ონკოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა, სკოლის მერე მივდიოდი და ონკოლოგიურ პაციენტებს ვუყურებდი, მთელი ბავშვობა იქ მაქვს  გატარებული. ჩემთვის პროფესია  ექიმი   მთელი ცხოვრება არის. ეს არის პროფესია, სადაც არ არსებობს ნორმირებული გრაფიკი, ფინანსური ანაზღაურება კი  გაწეულ შრომას არასდროს შეესაბამება. უბრალოდ,  პაციენტისთვის დებ თავს და როცა  შენი პაცინეტი კლინიკას მადლიერი თვალებით ტოვებს, ყველაზე ბედნიერი ხარ.



-თქვენი საყვარელი ფრაზა ჰიპოკრატეს ფიცი“-დან.

„არ ავნო“ - ეს არის ჩემი ცხოვრების პრინციპი. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მქონია შემთხვევები,როდესაც მიფიქრია, რომ კონკრეტული დიაგნოზი  ჩემს კომპეტენციას აღემატებოდა, არასდროს მომრიდებ  ამის  აღიარება და  პაციენტისთვის მითქვამს, მომიჯნავე პროფილის  ექიმთან მისულიყო. ექიმი, პირველ რიგში, პროფესიას  უნდა სცემდეს პატივს…


- გვიამბეთ თქვენი კარიერიდან თუნდაც  ერთი პაციენტის ისტორია,რომელმაც გაფიქრებინათ, რომ ნამდვილად  ღირდა ექიმის მძიმე პროფესიის არჩევა.

-ახალი დაწყებული მქინდა მუშაობა,  ერთი მძიმე  პაციენტი მივიღეთ, რომლის  სამედიცინო ისტორიაც დღემდე მახსოვს.

ანამნეზის შეკრების ბოლოს პაციენტმა აღნიშნა, რომ ბოლო 2 კვირის მანძილზე ჰქონდა ტემპერატურები ( მაქსიმალური ტემპარატურა 37.5) რომელსაც გაციებას უკავშირებდა , თუმცა კატარალურ მოვლენებს არ უჩიოდა. გინეკოლოგიური გასინჯვისას მარცხენა საკვერცხე მსუბუქად მტკივნეული, თუმცა ულტრაბგერითი კვლევა რომელიც უკვე  ჩატარებული ჰქონდა, პათოლოგიას არ აღწერდა. დამატებით ჩავუტარეთ სისხლის კლინიკური ანალიზი, სადაც ვნახეთ, რომ იყო ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოზი. ამის შემდეგ გავუკეთეთ კომპიუტერული ტომოგრაფია და ნანახი იქნა მარცხენა საკვერცხის ქსოვილის არაერთგვაროვნება.  მკურნალობა გავაგრძელეთ ქირურგიული ( უსისხლო) მეთოდით და ინტრაოპერაციულად ვნახეთ მარცხენა საკვერცხის აპოპლექსია და დიდი რაოდენობით სისხლის კოლტების სახით. ეს აპოპლექსია ანუ საკვერცხის კისტის გასკდომა მოხდა 2 კვირით ადრე, თუმცა დროთა განმავლობაში სიმპტომებმა იკლო, მაგრამ სისხლის დანაკარგი გრძელდებოდა. საბედნიეროდ, ჩვენთან მოსვლისას მოხდა პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სწორად შეფასება და ოპერაციული მკურნალობის დროულად სასიცოცხლო ნიშნით ჩატარება. გარკვეული დროის შემდეგ, ამ პაციეტს  ხელოვნური განაყოფიერების გარეშე  მეორე შვილი შეეძინა.

 

-როგორც ქირურგ ქალს,   სტერეოტიპებთან ბრძოლის მომენტები გქნიათ?

- ძალიან ბევრჯერ , მაგრამ ჩემი  ყოველდღიურობით ამ სტერეოტიპებს ვამსხვრევ. 

 

-ნებისმიერი  ოპერაციის ჩატარება გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული. როგორ აბალანსებთ ოპერაციებზე მიღებულ ემოციებს და  თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

 - ოპერაცია არის ერთი დიდი ადრენალინი. როდესაც  ურგენტულ პაციენტთან შედიხარ, არ იცი, რა  მოხდება, თუმცა  მოულოდნელი სირთულეები   დაგეგმილი ოპერაციასაც  მოჰყვება ხოლმე. ზოგადად,  საოპერაციოში  რომ შედიხარ, არ იცი, რა სირთულის დაძლევა მოგიწევს.  ოპერაციის პროცესში ვერანაირ დაღლილობას და ტკივილს ვერ გრძნობ, მხოლოდ პაციენტის გადარჩენაზე  ხარ ორიენტირებული. ოპერაციის დასრულების შემდეგ შენი გადარჩენილი პაციენტის დანახვა ყველაფერს გავიწყებს, ეს  არის ყველაზე დიდი ადრენალინი, რაც ცხოვრებაში შეიძლება,  მიიღო. 

 ჩემი სტრესული პროფესიიდან  გამომდინარე, ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და  ვცდილობ, ოჯახს და შვილებს  დავუთმო,  მათთან  ურთიერთობა  ნებისმიერ ნეგატიურ ემოციას  მიბალანსებს.


                                                         მეუღლესთან ერთად

 

- დაგვისახელეთ საყვარელი წიგნი, ფილმი და  მუსიკა.

 დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“;  ტელესერილი : “დიდი აფეთქების თეორია“, მუსიკას რაც შეეხება, ძირითადად  მსუბუქ როკს ვუსმენ, განტვირთვაში მეხმარება.

  

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია