საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პაატა ნადირაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს (R)
2017/10/10 16:42:32

ჭიათურის მერობის კანდიდატი ამჯერად იაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ამომრჩევლებმა კანდიდატს მხარაჭერა აღუთქვეს.


" თქვენი მხარდაჭერა და ასეთი თბილი დამოკიდებულება ჩემთვის ძალზე დიდი სტიმულია და უპირველესად პასუხისმგებლობაა , ვიყო თქვენს სამსახურში და ყველაფერი გავაკეთო თქვენთვის და ჩვენი ჭიათურის კეთილდღეობისთვის. ასევე, ჩემი მიზანია სხვადასხვა ქალაქში წასული ახალგაზრდები დავაბრუნო ჭიათურაში. ამ პროცესს აუცილებლად დავიწყებ და წარმატებულ ახალგაზრდებს მივცემ საშუალებას საკუთარი უნარები ქალაქის განვითარებას მოახმარონ"-განაცხადა პაატა ნადირაძემ.


პაატა ნადირაძემ ბოლოს , ამომრჩეველს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ალექსანდრე ციცქიშვილი წარუდგინა. შეხვედრას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში სულხან მახათაძე ესწრებოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია