დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი მინისტრი გახდა
2012/09/20 15:07:52

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი წარადგინა. ამ პოსტს დღეიდან სახალხო ომბუდსმენი გიორგი ტუღუში დაიკავებს. განცხადება ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„ეს გადაწყვეტილება იყო მოტივირებული რამდენიმე გარემოებით:  პირველ რიგში, ჩვენ ვგმობთ ძალადობას და წამების ფაქტებს საქართველოს ციხეებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, როცა მე საკუთარი თვალით ვიხილე ის, რაზეც გამოძიება მანამდე თურმე რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გვიან  იყო დაწყებული და, როგორც ჩანს, არასაკმარისი. საბოლოო ჯამში სიმართლე შევიტყვეთ და ძალიან რადიკალური ზომები განვახორციელეთ. როგორც მოგეცით პირობა, ყველა ამ საქმეში ჩათრეული პირი არის დაპატიმრებული. გიორგი ტუღუში მთელი ამ წლების განმავლობაში არის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ამ სისტემის. ამიტომ მე დღეს ვნიშნავ მინისტრად ამ სისტემაში არსებული რეალობის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსს. ეს უნდა იყოს აწი სრულიად სხვა სისტემა.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც გიორგი ტუყუში ამბობს, მისთვის პრეზიდენტის შემოთავაზება მოულოდნელი იყო. „ჩემთვის ეს შემოთავაზება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ჩვენ შევძელით დაგვესახა პრობლემები, თუმცა მე პირადად არ მქონდა იმის კომპეტენცია, რომ რაღაც შემეცვალა, გამომესწორებინა უშუალოდ.  სისტემაში არის უამრავი პრობლემა, რასაც მე ძალიან კარგად ვიცნობ. მე ბატონმა პრეზიდენტმა აღმითქვა, რომ მასთან მექნება პირადი კომუნიკაციის საშუალება. ასევე საუბარია სისტემის დაფინანსების გაზრდაზე, ვინაიდან წარმოუდგენელია ეს მიღწეული იქნას ამის გარეშე. რა თქმა უნდა, მე ვიზრუნებ ასევი იმაზეც, რომ მომავალ წლებში ასევე დაიკლოს მსჯავრდებულთა რაოდენობამ. ალბათ ბევრისთვის განცვიფრების საგანია, თუ რატომ დამთანხმდი ამ შემოთავაზებას, თუმცა უნდა გითხრათ, აქამდე მე ვწერდი და დოკუმენტირებას ვახდენდი და ვაწვდიდი ხელისუფლებას ჩემს ხედვას, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა თავადაც აღნიშნა, ბევრი ჩემი რეკომენდაცია და მოწოდება დარჩა ყურადღების გარეშე. ახლა მე უნდა მომეცეს საშუალება, ის რაზეც მე ვსაუბრობდი ბოლო სამი წელია, გავატარო პრაქტიკუში. “- აცხადებს  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა კალმახელიძემ ეს პოსტი გუშინ დატოვა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი პატიმრების მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებების მაღალჩინოსნებისა და თანამშრომლების მხრიდან შეურაცხყოფის, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ამსახველი მასალები.

(ი. ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია