დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რევოლუცია VS ევოლუცია
2012/09/19 12:09:54

დამოუკიდებელი ექსპერტები ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებს შეხავდნენ. მათ ვარდების რევოლუციის შემდგომი ცხრა წელი შეაჯამეს. ექსპერტების განცხადებით, ვარდების რევოლუციამ საქართველოზე ნეგატიურ გავლენა იქონია. აზერბაიჯანი და სომხეთი დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან - აცხადებენ ისინი. შეხვედრაზე მათი წიგნის - „ვარდების რევოლუცია, შედეგები“ - პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენ შევეცადეთ, შეგვეჯამებინა ის ეტაპი, რასაც ჰქვია ვარდების რევოლუცია. ეს ეტაპი სრულდება. ახლა ახალი ეტაპი იწყება ქვეყნის ცხოვრებაში, გამომდინარე საპარლამენტო არჩევნებიდან, და აუცილებელია, გადავხედოთ წყნარად, მშვიდად ვარდების რევოლუციას,“ –განაცხადა ევრაზიის ინსტიტუტის ხემძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ
მისი განცხადებით, რევოლუციის შემდეგ არის პოზიტიური მოვლენები, თუმცა პოზიტიურს გადასწონის ნეგატიური მოვლენები.
„ხელისუფლებას აქვს ერთადერთი სტრატეგია - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, არიან მოკლევადიან პროგრამებზე ორიენტირებულები. ჩვენი ცხოვრების დონე უკან-უკან მიდის,“ - განაცხადა პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.
შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ ყველაფერს სჯობია, რევოლუციის ნაცვლად მოვლენები ევოლუციის გზით წარიმართოს.
 
მირიან ბერულავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია