საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ქუთაისის ხელისუფლება 15 ნოემბრის აქციაზე წასვლის მსურველებზე ზეწოლას ახორციელებს"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/13 14:39:28

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციია 15 ნოემბრის აქიის წინ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელისშეშლის ფაქტებზე საუბრობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს  საპროტესტო აქციის ჩატარებას ხელი შეუშალოს. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეებს აქციაზე წასვლის შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

"სამწუხაროდ კვლავ გრძელდება მოქალაქეების დაშინება. პრობლემა შეექმნათ ავტობუსების მძღოლლებს, საჯარო მოხელეებზე კი მუქარა ხორციელდება. ხელისუფლება ვერ მიხვდა, რომ აქცია სახელწოდებით- "არა ანექსიას" თითოეულ მოქალაქეს ეხება, განურჩევლად პარტიულობისა'-განაცხადა თევდორაძემ.

"ნაციონალები" ასვე აღნიშნავენ, რომ მათ პრობლემები ბანერების განთავსებასთან დაკავშირებითაც შეექმნათ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს ხელოვნურად ქმნის.  

  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის შტაბს  მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის გვინდოდა ქუთაისში, რუსთაველისა და ახალგაზრდობის გამზირებზე  ბანერების, რისთვისაც  მერიას წერილობით მივმართეთ. რამდენიმე დღეში მივიღეთ პასუხი დაგვეკონკრეტებინა ზუსტი მისამართები.

 ადგილობრივი  ხელისუფლება ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემას ხელოვნურად აჭიანურებს, რის მიზეზადაც ელექტრობოძების მფლობელისგან დადასტურებას ასახელებს, რაც მათ თქმით ჯერ არ მიუღიათ. ამ მარტივი საკითხის გარკვევით არის დაკავებული ორი, კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახური და ერთმანეთთან წერილებით ურთიერთობენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა სტაგნაციას განიცდის",-განაცხადა თევდორაძემ.  

 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია