დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო ბაზა უნდა გამკაცრდეს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/09/30 15:47:33

დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ პროექტისძლიერი სამოქალაქო საზოგადოება - გზა ევროინტეგრაციისკენფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: სურსათის უვნებლობის  რეგულირება და ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

პროექტის მიზანიაღმოსავლეთ პარტნიორობისფარგლებში რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა. დამსწრე საზოგადოებამ მოწვეულ ექსპეტთან შალვა მელქაძესთან ერთად იმსჯელა ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: სურსათის უვნებლობის სფეროშიევროპის სამეზობლო პოლიტიკისსამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასახული მიზნები.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო  სურსათის უვნებლობის სფეროში არსებულ  სტრატეგისა და საკანონმდებლო ინიციატივებს.

მრავალი პრობლემა არსებობს დღეს საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში და ვეცდებით, სახელმწიფოს ნათლად დავანახოთ თითოეული პრობლემა, ჩვენექსპერტებს, არაერთი შენიშვნა გვაქვს მათთან,“ - განაცხადა შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა  შალვა მელქაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია