ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) ხვალ ვენაში გაფრინდება, სადაც თიაქარის ოპერაციას გაიკეთებს. ინფორმაციას ამის თაობაზე ვებგვერდი sportall.ge ავრცელებს.
მისი წასვლა აქამდეც იგეგმებოდა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო რამდენიმე დღით შეფერხდა.
ოლიმპიურ ჩემპიონს თიაქარი იანვრიდან - თბილისის მსოფლიოს თასიდან მოყოლებული აწუხებს, თუმცა რადგან ამ წონაში ოლიმპიადის საგზური მოსაპოვებელი გვქონდა და სალიცენზიო ტურნირებში უწევდა გამოსვლა, ოპერაცია გადადეს.
შავდათუაშვილი ვენაში დაახლოებით 5-6 დღეს დაჰყოფს, სამშობლოში მომავალი კვირის შუაში დაბრუნდება და მცირეოდენი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგება.
(ბ.ი.)