ხვალ, 25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს რამდენიმე რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში - ქალაქების მერიის წინ, გორში - გამგეობის წინ, კახეთში - პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორია, ქუთაისში - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზურგეთში - კინოს მიმდებარე ტერიტორია, ლანჩხუთში - ქალაქის მთავარ ბაღში, აჭარაში - ევროპის მოედანზე, გაიმართება ჟურნალისტების მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ჟურნალისტების მოთხოვნაა:
შეწყდეს ჟურნალისტების დევნა ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან, არ ჰქონდეს ადგილი ხელშეშლის ფაქტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს;
დაიწყოს გამოძიება ბოლო დროს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხელშეშლის ფაქტებზე.
აქციას სახელწოდებით - „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები” – ასობით ჟურნალისტი უერთდება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან.