დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შუალედური არჩევნები ორჯერ გაიმართება
2012/11/21 13:35:41

დღეს, გაერთიანებულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გამართვის ვადის  სიხშირის ორჯერ გაზრდის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

კანონპროექტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში წარმოქმნილი ვაკანსიების შესავსებად არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში გაიმართება, რათა ამომრჩეველი დიდი ხნით არ დარჩეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლის გარეშე.

სხდომაზე კომიტეტებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი წარმოდგენილ კანონპროექტს და საერთო გადაწყვეტილებით ის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დადგება განსახილველად.

 

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია