დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა წინასაარჩევნო ვითარებას გაეცნობა
2012/08/19 16:50:26

 

20-22 აგვისტოს საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა. მათი ვიზიტის მთავარი მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარების გაცნობაა.

დელეგაციის შეხვედრები დაგეგმილია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცესკო-სა და უწყებათაშორის კომისიასთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“  ცნობით, დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, იტალიის პარლამენტის წევრი რიკარდო მილიორი საქართველოს ამ რანგში პირველად ეწვევა. ის ასამბლეის პრეზიდენტად ივლისში აირჩიეს.

 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია