დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჭუბერის სტიქიის გამომწვევი მიზეზები დაადგინა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/16 14:53:27

ჭუბერში, მდ. ნენსკრას აუზში სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეცილისტებმა მოამზადეს ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით.


გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვლევისას დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდ. ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს.

 

„ჭარბნალექიანობამ ხეობაში არსებული მეწყრულ-გრავიტაციული უბნების და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება გამოიწვია, განსაკუთრებით მდ. ნენსკრას მარჯვენა შენაკადის - მდ. ოკრილას ხეობაში.

 

მდ. ოკრილას დინების ქვედა წელიდან მდ. ნენსკრას შესართავამდე ადგილი ჰქონდა ღვარცოფული ნაკადებით მყარი ნატანის და მოგლეჯილი ხე-მცენარეების შედეგად ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების მოკლევადიან შეგუბებებს, რომელთა მოცულობების ზრდამ და მათი გარღვევის შემდეგ გაზრდილი ენერგიის ხარჯმა მდ.ნენსკრას დინების ქვემო წელში, განსაკუთრებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ნაპირგარეცხვითი პროცესების ინტენსივობის მკვეთრი ზრდა და დატბორვა გამოიწვია“, - ნათქვამია კვლევაში.

 

იქვე მითითებულია, რომ სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, წაირეცხა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამოდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები.

 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ მდ. ნენსკრას აუზში ამჟამად სტაციონალური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის არ არსებობის გამო სტიქიის პერიოდში აუზში მოსული ნალექების რაოდენობა მიახლოებით შეფასდა სატელიტური და რადარული მონაცემების ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდ.ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი. ასევე საჭიროა ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიის პერიოდში განვითარებული მოვლენების ამსახველ ანიმაციას ავრცელებს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=DIVRlIozeCg

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია