დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე გიორგი კალანდარიშვილმა ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/11/17 10:23:05

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს წევრმა ია პირტახიამ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-19 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

 

კონფერენციახელოვნური ინტელექტი და არჩევნების მთლიანობავენეციის კომისიის ორგანიზებით გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზეარჩევნებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივები და შედეგები“. გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და დეზინფორმაციის/ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.

 

ხელოვნური ინტელექტი დიგიტალიზაციის პროცესის ერთ-ერთი თანამედროვე გამოწვევა და მეთოდია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ინფორმაციის დროულ და სწრაფ გადაცემას, მეორე მხრივ სხვადასხვა საშუალებაში მის ინტერვენციას. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ ვენეციის კომისიის დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება ის გამოწვევები, რისკები საფრთხეები და დადებითი მხარეები, რაც შესაძლოა ჰქონდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

 

ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანობა საარჩევნო პროცესებში“, "ხელოვნური ინტელექტი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური უფლებების დაცვა", "ხელოვნური ინტელექტი საარჩევნო პროცესებში, რისკები და შესაძლებლობები", „ხელოვნური ინტელექტის გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე და მათ არჩევანზე, თუ მონაცემთა დაცულობა“, „ონლაინ სიძულვილის ენისა და ყალბი ამბების გავლენა ადგილობრივ და რეგიონულ საარჩევნო პროცესებზე“ - ეს იმ საკითხების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. 

 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილი და ია პირტახია ვენეციის კომისიის დირექტორს/მდივანს სიმონე გრანატა-მენინის და დემოკრატიული არჩევნების საბჭოს მდივანს  პიერ გარონეს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ინტერვენციასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.  კონფერენციის პარალელურად გიორგი კალანდარიშვილი და ია პირტახია ასევე შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ვენდორი კომპანიების წარმომადგენლებს და სამომავლოდ გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

 

კონფერენცია 14-15 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართა და მასში 40-მდე ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიის, გაეროს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

გიორგი კალანდარიშვილმა და ია პირტახიამ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა ვენეციის კომისიის ოფიციალური მიწვევით მიიღეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია