დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მეზობელი ქვეყანა
„პუტინი განრისხებულია. მრცხვენია, რომ რუსი ვარ“ – რუსეთში აკრძალული ვიდეო (Video)
2014/04/01 13:09:59

სოციალურ ქსელში გავრცელდა მოსკოველი ჟურნალიტის დმიტრი კ.-ს ბლოგის საფუძველზე შექმნილი ვიდეო "პუტინი განრისხებულია. მრცხვენია, რომ რუსი ვარ", რომელიც როგორც თავად რგოლის სათაურშია მითითებული, რუსეთში აკრძალულია.

 

ვიდეოში საუბარია რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციასა და რუსულ ნაციონალიზმზე.

 

ახლა ფრაზის თქვა, „მე ვარ რუსიმხოლოდ ჩურჩულით შეიძლება. მრცხვენია, რომ ვარ რუსი. მადლობა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ“, - ამბობს ჟურნალისტი.

 

მისი თქმით, პუტინმა მიაღწია თავისას და რუსებს უკრაინელები უკვე მტრები ჰგონიათ.

 

„...ჩვენ არ ვმალავთ საკუთარ რასიზმს და უცხო ეროვნების ხალხისადმი შეუგუებლობას. სიამოვნებით ვატარებთ სვასტიკას, რომელსაც სლავურ ფუძეს მივაწერთ. ჩვენი პრეზიდენტი კი უფრო შორს მიდის. ვლადიმერ პუტინი ესესხება შიდა პოლიტიკურ სტრატეგიას და ადოლფ ჰიტლერის გამოსვლებს. რუსული პროპაგანდა კი, იოსებ გებელსის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით მიმდინარეობს. პუტინმა უკრაინასთან ნამდვილი ომი დაიწყო, თუმცა, ჩვენ რუსებს არ გვჯერა ამის, ტელევიზორიდან ამის შესახებ ხომ არაფერი გვითხრეს. ჩვენთვის პუტინი გმირია, რუსული მიწების შემგროვებელი! ჩვენ თავშიც არ მოგვივა, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ყირიმში ომი წამოიწყო იმისთვის, რომ იმაზე აღარასდროს დავფიქრებულიყავით, თუ რამდენი მოიპარა!...“ - ამბობს მოსკოველი ჟურნალისტი დმიტრი .

 

ვიდეო იუთუბზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა და ამ დროისათვის ის 442 ათასამდე მომხმარებელმა ნახა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია