დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ექიმის ინფორმაციით, ვახტანგ ჩხაპელიას პროცესზე დაშვება შესაძლებელია
ავტორი:
2013/08/26 13:07:02
ვახტანგ ჩხაპელია ამ დროისათვის თავს უკეთესად გრნობს და მისი პროცესზე დაშვება შესაძლებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინგა დონდუამ განუცხადა. "მომატებული იყო წნევა, აფორიაქება, თავის ტკივილი, ემოციური ფონი იყო გამოხატული, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამ დროისათვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის თავს უკეთ გრძნობს. შეიძლება თუ არა მისი პროცესზე დასწრება? ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებელია. ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა შესაძლოა ისევ მოხდეს წნევის აწევა. ამჯერად წნევა ნორმაშია. კარდიოგრამა გადავუღეთ, შაქარი გავზომეთ, გულზე არანაირი მწვავე კეროვანი დაზიანება არ აღენიშნება. გულის პრობლემა არ არის", - განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა ინგა დონდუამ. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში განახლდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია