დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს ხვდება
ავტორი:
2013/08/31 11:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს ინდივიდუალურად ხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს ელჩს იაპონიაში რევაზ ბეშიძეს. ამ წუთებში კი შეხვედრას მართავს სუამში მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან მერაბ ანთაძესთან. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 2-4 სექტემბერს იმართება ამბასადორიალი, რომელიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელობის ტრადიციული შეხვედრაა. "ამბასადორიალში" მე ელჩის რანგში რამდენჯერმე მიმიღია მონაწილეობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ხდება გასული წლის მუშაობის შეჯამება და მომავალი წლის გეგმების დასახვა. ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო საგარეო პოლიტიკური კუთხით, არამედ, საშინაო პოლიტიკური კუთხით", _ აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისივე განცხადებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში. "წელს არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს უნდა იყოს სამაგალითო გამჭვირვალე და ღია არჩევნები და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამაც. უმეტეს წარმომადგენლობაში კი უნდა გაიხსნას საარჩევნო უბნები და ამიტომ მათვის წლევანდელი ამბასადორიალი მნიშვნელოვანია", _ აღნიშნა მაია ფნჯიკიძემ. მინისტრის თქმით, მან გადაწყვიტა, რომ ყველა ქვეყნის ელჩს პირისპირ შეხვდება, რადგან მიმაჩნია, რომ უფრო დეტალურად უნდა განიხილონ არსებული პრობლემები და შეაფასონ გაწეული საქმიანობა. "ჩვენ შევიმუშავეთ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ვაპირებთ მუშაობას და ეს მინდა მათ გავაცნო", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე განმარტებით, იგი რამდენიმე ელჩს დღეს პირველად შეხვდება, რადგან ერთი წელი არ არის რაც მინისტრია და ეს ელჩები საქართველოში არ ყოფილან. მაია ფანჯიკიძე დღეს, დაახლოებით 32 ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს შეხვდება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია