დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2-12 ივლისი: აქცია სამი ობოლი ბავშვის დასახმარებლად!
2012/07/02 12:35:21

ჩვენი გაზეთის №19-ში, წერილში „ტყეშელაშვილების ოჯახის ტრაგიკული ისტორია (ბავშვთა სახლიდან დედ-მამით ობოლი სამი პატარას შინ დაბრუნება ვანის გამგეობის ხელშია)“ - გიამბობდით სოფელ ბზვანის მკვიდრი სამი არასრულწლოვნის შესახებ. მათ ხუთი წლის უკან - მამა, ოთხი წლის უკან კი დედა გარდაეცვალათ.

იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველ ქვრივ მამიდას, რომელიც ქუთაისში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს თავის პატარა გოგონასთან ერთად, პირობები არ გააჩნია, პატარები ჯერ ზესტაფონის, ამჟამად კი გაცილებით შორს - ახალქალაქის ბავშვთა სახლში იზრდებიან. მამიდის, ქალბატონი თამარის თქმით, ძმისშვილებთან ყოველი სატელეფონო ზარი მათი ისტერიკული ტირილით სრულდება, ბავშვები გაუთავებლად ითხოვენ მშობლიურ სახლში დაბრუნებას. მამიდა შიშობს, რომ ისინი ფსიქიკურ ტრამვას მიიღებენ. სამწუხაროდ, სახლი სოფელ ქვედა ბზვანში მთლიანად ამორტიზებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

ვანის რაიონის გამგეობა და უშუალოდ სოციალური სამსახურის უფროსი ბესარიონ მიქელთაძე დაგვპირდნენ, რომ ოჯახს დახმარებას გაუწევენ. როგორც ქალბატონი თამარისაგან შევიტყვეთ, უკვე დაუწყიათ კიდეც სახლის აზომვა და შესწავლა.

ვინაიდან გაზეთ „P.S.“-ში დაბეჭდილ სტატიას ბევრი მკითხველი გამოეხმაურა და არა ერთმა ადამიანმა გამოთქვა ამ ბავშვების თანადგომის სურვილი, გადავწყვიტეთ, 12 ივლისს, წმინდა პეტრე-პავლეს დღესასწაულზე, სულიკო, ნანა და საბა ტყეშელაშვილების დასახმარებლად აქცია გავმართოთ.

ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა სამი ობლის ბედი, ვთხოვთ, 2 ივლისიდან 12 ივლისამდე ჩვენს რედაქციაში მოიტანოს ნებისმიერი სახის შემოწირულობა: ფულადი თანხა იქნება ეს, თუ 13, 9 წლის ბიჭების, 11 წლის გოგონას შესაფერი ტანსაცმელი, თეთრეული, პროდუქტი, წიგნები, სათამაშოები...

 

12 ივლისს, 1 საათზე, სამივე ბავშვს ჩვენს რედაქციაში მამიდასთან ერთად მოვიწვევთ სტუმრად და გადავცემთ იმ საჩუქრებს, რაც მათთვის გულწრფელად და სიყვარულით გაიღეს კეთილმა ადამიანებმა, ცალკეულმა ორგანიზაციებმა.

 

გაზეთ „P.S.“-ის რედაქცია

ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია