დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძე სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა (R)
2017/09/18 12:16:49

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად, სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

 

 „ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო განვითარება და თქვენამდე ყველა იმ პროექტის მოტანა, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით ჩვენ აუცილებლად გვექნება ძლიერი სოფელი, რაც ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“ - აღნიშნა ლადო ჯურხაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია