დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისში მიწების დაკანონების პროცესს ხელოვნურად აჭიანურებენ“
2012/06/20 15:35:01

„ახალი მემარჯვენეები“ თვლიან, რომ ქუთაისში ხელოვნურად ჭიანურდება ქალაქის მცხოვრებლებისათვის მიწების დაკანონების პროცესი. მათი აზრით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის, მიმართ ინტერესი იზრდება.

 

„მიწების გაყიდვის ხელოვნურად დაბლოკვა ქუთაისში, უკვე ორი წელია, მიმდინარეობს. მოქალაქეები არნახულ წინააღმდეგობას აწყდებიან მიწის ნაკვეთის შეძენისას, რის გამოც, პრაქტიკულად, ორი წლის განმავლობაში არცერთი ნაკვეთი დაინტერესებულ „უბრალო“ მოქალაქეზე არ გაყიდულა,“ - აცხადებს ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი მამუკა მღვდელაძე. „პროცედურები ხელოვნურადაა გართულებული. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, როდესაც მოქალაქეები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებიან მიწის შეძენის პროცესის დასრულებას და სოლიდური თანხები აქვთ გადახდილი,“ - განმარტავს მღვდელაძე.

„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაცია თვლის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გადმოტანას, რის გამოც, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მიწებზე ფასები მოიმატებს და სარფიანი გახდება. ისინი მოითხოვენ, ეკონომიკის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოხსნან ხელოვნური ბარიერები ქუთაისში მიწების შეძენაზე და ქალაქის მცხოვრებთ მიეცეთ საშუალება, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებული თავისუფალი კონკურენციის პირებობში შეიძინონ მიწები საკუთარ ქალაქში.

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დეისაძის განცხადებით, მერიის სამსახურები ცრუ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია