დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აზარტული თამაშების რეკლამირება შეიზღუდება
2013/02/18 20:32:56

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა. მათ შორის ერთ–ერთი  „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი იყო. აღნიშნული კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილია.

„ჩემი ინიციატივა გულისხმობს აზარტული თამაშების საჯარო რეკლამის აკრძალვას. ეს მიზნად ისახავს ბრძოლას იმ მავნე სენის წინააღმდეგ, რომელიც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის უბედურების მიზეზია. შესაძლოა, ეს საკითხი უფრო რადიკალურ გადაწყვეტასაც მოითხოვდეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ  პირველი ნაბიჯი უნდა იყოს  საჯარო რეკლამის აკრძალვა. აზარტული თამაშები ისეთივე ავადმყოფობაა, როგორიც ნარკოტიკი“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მზაობა ინიციატის მხარდაჭერისთვის თუ აკრძალვები არ იქნება საყოველთაო. „პროსტიტუცია და ნარკოტიკები არ შეიძლება გაიგივებული იყოს აზარტულ თამაშებთან. რადგან, აზარტული თამაშები კანონით დაშვებული საქმიანობაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რეკლამით ბევრი ადამიანია დასაქმებული, შემოსავალს იღებენ მასმედიის წარმომადგენლები. ასე რომ, მხარს ვუჭერ რეკლამის შეზღუდვას, მაგრამ გონივრულ ფარგლებში“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია