დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსთავში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილიც დაჭრილი იპოვეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/05/17 15:56:23

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 23 წლის გოგონა, გ. კ. მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მოკლულია და მას ყელი აქვს გამოჭრილი.

 

მეზობლების თქმით, ბინა სადაც გარდაცვლილი გოგო ნახეს, 30-წლამდე მამაკაცს ქონდა ნაქირავები.

მოგვიანებით, ბინაში გ.კ-ს დაქალმა მიაკითხა და ის უკვე გადაცვლილი დახვდა. გარდაცვლილის მეგობარი კლინიკა "რუსთავში" სტრესულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.



შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა გიორგი . შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია