დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“
2012/06/18 13:01:12

14 ივნისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული  მმართველობა საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტს ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოცოაციის იმერეთის წარმომადგენლობა და მისი მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციათა და მედიის კოალიციური მუშაობის საშუალებით, ქუთაისის მოსახლეობის სამოქალაქო აქტიურობის ზრდის ხელშეწყობა, მათი ინფორმირება თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლება სამოქალაქო მონიტორინგის გზით.

„პროექტი მიზნად ისახავს დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას, ასევე სამოქალაქო აქტივობას ქუთაისის მოსახლეობაში. შემდეგი საკითხები ეფუძნება ასევე სერვისების კვლევას. ჩვენი პროექტის მიზანია მოსახლეობის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, აგრეთვე ადგილობრივ თვითმმართველობას, მედიასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.“ - განაცხადა სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ კოორდინატორმა იმერეთში, თამარ აბდალაძემ.

პრეზენტაციაზე მოწვეული იყო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„მოქალაქეთა აქტივობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ქართულ საზოგადოებაში. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა, საინფორმაციო თოქშოუების გაშვება ტელევიზიითა და ისეთი დოკუმენტაციის საჯაროობა, როგორიც ბიუჯეტია. ყველაზე მთავარი კი მაინც სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობაა.“ - განაცხადა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის კოორდინატორმა პაატა კლდიაშვილმა. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია