დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხონის სამხატვრო სკოლაში თვითნასწავლი მხატვრის, თეონა აბზიანიძის ნამუშევრების გამოიფენა მოეწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/12/01 12:15:00

1 დეკემბერს ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის თეონა აბზიანიძის ნამუშევრები გამოიფინა.

 

გამოფენა რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავლის“ და კავკასიური სახლის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების და შემოქმედებითი ჯგუფების წახალისებაა, რომლებიც რეგიონებში შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. 

 

ახალგაზრდა შემოქმედმა ხატვა 3 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც მძიმე დაავადების შემდგომ აღმოაჩინა, რომ სურდა დაეხატა. მას შემდეგ მან არაერთი კომპოზიცია შექმნა. გამოფენაზე მისი 50-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას სამხატვრო მიმართულებით განათლება მიღებული არ აქვს.

 

„ჩვენი მიზანია იმ ახალგზრდების საზოგადოებისთვის გაცნობა, რომლებიც დღეს რეგიონებში შემოქმედებითად არიან ჩართულები. ჩვენი მიზანი იყო რომ ხონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა, ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევძელით მისი 20 ნახათის ჩარჩოში ცასმა და გამოფენის მოწყობა. ვფიქრობთ, ეს იქნება მისი წახალისება, რათა ხატვა გააგრძელოს და მომავალში სხვა საგამოფენო სივრცეები დაიპყროს“. - აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა მარიკა ვაჭარაძემ.

 

თეონა აბზიანიძის ნამუშევრები ხონის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში სამი დღის მანძილზე გამოიფინება. 3 დეკემბრის ჩათვლით ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ნამუშევრების დათვალიერება და შეფასება

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1331
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია