დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მშრომელები „ქართული ოცნებისკენ“ მიილტვიან
2012/06/14 17:22:42

14 ივნისს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ლეიბორისტული პარტიის წევრმა და პროფესორმა ბადრი ფორჩხიძემ ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. როგორც თვითონ ახსნა, მისი განცხადება არ უკავშირდებოდა ლეიბორისტულ პარტიაში მის საქმიანობას და ამ განცხადებას პარტიიდან დამოუკიდებლად აკეთებდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამსონი (გუგავა) არ იზიარებს ჩემს პოზიციას, ის პატივს სცემს ჩემს დამოკიდებულებას. ჩვენს პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა. გამომდინარე იქიდან, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, არაა გამორიცხული, რომ ლეიბორისტული პარტიიდან ივანიშვილთან გადასვლა მოხდეს. პირადად მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს ამ ხელისუფლების დასამხობად. პარტიაში იმდენად ჭრელი იყო მოსაზრებები, რომ შემთხვევით არ გავრცელებულა ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის დაშლასთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და როცა სტაბილური, ნორმალური ხელისუფლება მოვა საქართველოში, ლეიბორისტული პარტია დაიბრუნებს თავის ძველ პოზიციებს.

ფორჩხიძე აცხადებს, რომ მისი პრესკონფერენციის მიზეზი ზეწოლაა, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში გაამძეფრა რიგითი მოქალაქეების მიმართ. „უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, რომლების აცხადებენ, თუ როგორი ზეწოლა ხორციელდება მათზე. ეს ხორციელდება სკოლის მოსწავლეებიდან დაწყებული, ჩემი კოლეგებით დამთავრებული. ბუნებრივია, ეს ყურადღებამისაქვევია. ეს ხალხი არის დაუცველი.“

ფორჩხიძე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, არ გადაიხადოს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა.

„ხელისუფლება მოითხოვს ბატონი ბიძინასგან 150 მილიონი ლარის გადახდას ჯარიმის სახით, რაც პირდაპირ ჰაერივით სჭირდება მას ბანდფორმირებების მოსამზადებლად.

ასევე ხელისუფლება ემზადება 2008 წლის აგვისტოს ომის განმეორებისათვის. ის არ წავა მშვიდობიანად და ეცდება თავისი რესურსი ყველანაირად გამოიყენოს. ამიტომ მივმართავ ბატონ ბიძინას, რომ ის თანხა, რაც მას დააკისრეს ჯარიმის სახით, არ გადაიხადოს,“ - განაცადა ფორჩხიძემ პრესკონფერენციაზე. 

ბადრი ფორჩხიძემ მიუთითა, რომ პრესკონფერენცია პარტიის სახელით არ იმართებოდა, თუმცა ლეიბორისტულ პარტიასა და მის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობას მან მაინც საკმაო დრო დაუთმო.

ლეიბორისტული პარტიის წევრი ქუთაისში ირაკლი კიკვაძეს კი აღნიშნავს, რომ ფორჩხიძის გადაწყვეტილების შესახებ, ივანიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ოფოსში არაფერი იცოდნენ.

„რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების საკითხს, მხოლოდ ამ თემაზე უნდა ყოფილიყო საუბარი პრესკონფერენციაზე, მე როგორც ვიცი.“ - განმარტავს კიკვაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1395
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია