საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რას სთავაზობს განათლების სამინისტრო იმ აბიტურიენტებს, ვინც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა
2015/08/06 18:18:25

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ზუსტი მონაცემები, რამდენი აბიტურიენტი გამოეთიშა კონკურსს ჯერ უცნობია. თუმცა ცალკეულ საგნებში ჩაჭრილთა პროცენტული მაჩვენებლიდან გამომდინარე, საუბარია დაახლოებით ათასობით ახალგაზრდაზე. მათ ვისაც ერთი წლის გამოტოვება არ სურს, სახელმწიფო სექტემბრიდან სწავლის კიდევ ერთ საშუალებას პროფესიული სასწავლებლების  სახით სთავაზობს.


“იმ სტუდენტების (ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების) ადგილი, ვინც უმაღლეს სასწავლებელში  არ მიდის, კოლეჯშია და არა ქუჩაში. ეს შანსი ყველამ უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს, რომ საჯარო კოლეჯებში სწავლა სტუდენტებისთვის უფასოა და სწავლის ხარისხი ყოველწლიურად იზრდება. თუმცა იმასაც ვიტყვი, პროფესიული სასწავლებლები იმდენად ვითარდება, რომ აუცილებელი არ არის მხოლოდ ჩაჭრილი აბიტურიენტები დაინტერსდნენ. პროფსასწავლებლები ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ”, – განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 20 საჯარო პროფესიული სასწავლებელია, სასწავლო პროგრამა კი 150. რაც შეეხება დაინტერესებას, მინისტრის ინფორმაციით, ,,პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სფეროთი საზოგადოების დაინტერესება, რასაც პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა და მათი დასაქმების მაჩვენებელი მოწმობს ”.

 

ბოლო ჩარიცხვისას პროფესიულ სასწავლებლებში 12 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა.


რაც შეეხება შედარებას საჯარო და კერძო პროფსასწავლებლებს შორის, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ მიმართვიანობა საჯაროში გაცილებით მაღალია, ხოლო ხარისხი კერძოსას არაფრით ჩამოუვარდება.


დღეს თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პროფესიულ სასწავალებლებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო.


2013 წლიდან დღემდე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 9 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. ამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო და დაიხარჯა  5 მილიონ 607 772 ლარი.  სრული რეაბილიტაცია ძირითადად რეგიონებში მდებარე პროფ სასწავლებლებს ჩაუტარდათ (წალენჯიხა, სენაკი, მესტია, ახალციხე, ალვანი დედოფლისწყარო, ქუთაისი ბაღდათი, მცხეთა).

 

ნაწილობრივი რეაბილიტაცია  ჩაუტარდა 8 პროფ სასწავლებელს.

 

რაც შეეხება მშენებლობას, აშენდა 1 საერთო საცხოვრებელი და ერთი პროფ სასწავლების სასწავლო კორპუსი.

 

5 487 222 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ ხუთი პროფესიული სასწავლებლის შშმ პირებზე ადაპტირება მომხდარიყო.


მესტიაში მდებარე პროფ სასწავლებლის საერთო საცხვრებლის მშნებლობა რომელიც 50 კაცზეა გათვლილი სამინისტროს 2.000.00 ლარი უჯდება.  გურჯაანში მდებარე 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის ნაწილობრივი რეაბილიტავია  88 184 ლარი, ხოლო ქუთაისში მდებარე  ,,იბერიას”  100 კაციანი საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია 735 000 ლარი.

 

26 პროფესიული პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად უკვე განსაზღვრულია, რომ  უწყება სექტემბრამდე  2 მილიონ 637  321 ლარს დახარჯავს.


პროფესიული მიმართულება ერთ-ერთია სამიდან, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს. ცალკე პროექტებს პროფსასწავლებლებისთვის ფონდი მეორე კომპაქტის ფარგლებში განახორციელებს. თუმცა როგორც მინისტრმა Aris.ge-განათლებას  განუცხადა, ფონდი თანხებს პროფსასწავლებლების ინფრასტრუქტურულ ნაწილზე არ გამოყოფს.

 

რაც შეეხება ჩარცხვის პროცესს- ჩარიცხვები სექტემბერში გამოცხადდება. აპლიკანტს შეფასებისა დაგამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებლი ტესტების ჩაბარება იმ უნარებში მოუწევსრასპეციალობაშიც პროფესიული სწავლების გაგრძელებას გეგმავს სასწავლო პროცესი კი ოქტომბრიდან დაიწყება.  პროფესიულ განათლებას საქართველოში სახელმწიფო სრულად აფინანსებს, ასაკობრივი შეზღუდვა კი არ არებობს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია