დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხალხის აზრი
2012/06/11 13:10:17

თემურ კეკენაძე, 25 წლის: „მე აქ საჩხერედან ჩამოვედი, იმიტომ, რომ მჯერა დღევანდელი დღის. ფული არაფერ შუაშია აქ, არც არავის შემოუთავაზებია ჩემთვის.“

მზია გუგუნიშვილი, 55 წლის: „ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ბოლო იმედია, გვჯერა, რომ ის ამ იმედებს გაამართლებს ამიტომაც გამოვიარე ამხელა გზა ჭიათურიდან.“

დავით ჯანგავაძე (არაფხიზელ მდგომარეობაში): „მოგვაბეზრა თავი ოთხასდოლარიანმა სასტუმროებმა, რომელიმე იყავით შიგ?(ყვირილით მიმართავს ხალხს). დროა უკვე, გაჭირვებული ხალხის ოცნებებიც ასრულდეს.“

მანანა ვეფხვაძე: „ისეთ ემოციებში ვარ, სიტყვების გადმოცემაც არ შემიძლია. ქუთაისს მსგავსი აქცია არ ახსოვს და ვფიქრობ, რომ ეს დღე გამარჯვებამდე მიგვიყვანს.“

მზია, 38 წლის: „არ მინდოდა და არ მივედი. რა აზრი აქვს, თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი? კარგით, რა, ხალხო! ვაცადოთ ამ ხელისუფლებას, ქვეყანა ასე მალე არ შენდება.“

ქალბატონი (სახელი და გვარი არ გაგვიმხილა): „ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ. ამას ღიად ვამბობ, ამიტომაც არ მივედი აქციაზე. არა მგონია, სააკაშვილზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გვყავდეს დღეს საქარველოში. მაგრამ არც იმას ვეთანხმები, რომ ზოგჯერ ხელი ეშლება ოპოზიციას, თუნდაც იმაში, მშვიდობიანი აქცია სასურველ ადგილზე გამართონ.“

ზურა, 21 წლის: „რა აქცია? მიშა მაგარია და მორჩა, უკეთესი არავინ მეგულება.“

გრიგოლი, 62 წლის: „გაცილებით უფრო მეტი ადამიანია მოსული, ვიდრე წარმომედგინა. აი, ეს არის ერთ მუშტად შეკრული საქართველო!“

ლადო ბრეგაძე: „გურიიდან ჩამოვედით, ჩვენი ხარჯებით, რამდენიმე მანქანით, იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვენახა, ის ხომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია. მთელი გურია მხარს ივანიშვილს უჭერს, მაგრამ, დუხჭირი პირობების გამო, ვერ მოახერხეს წამოსვლა, თორემ ყველა სიამოვნებით წამოვიდოდა.“

დათო ჩიტაძე: „საჩხერედან ვართ ჩამოსული, ასეულობით ადამიანი, გვამრავლოს ღმერთმა. ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში კი არა, საზღვარგარეთ რომ გამართოს აქცია, იქ წავალთ, ისე გვიყვარს ეს ადამიანი ჩვენ. ბიძინა მაგარია!“

მევლუდ დოლიძე (თერჯოლა): „სოფელში ახლა გამალებული სამუშაოებია, მაგრამ ყველაფერი გვერდზე გადავდეთ და აქ წამოვედით. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ჩვენი ძალა და ის, რომ ჩვენ მათი ატანა აღარ შეგვიძლია, თერჯოლა მუდამ იქ დადგება, სადაც ქართველი ხალხია.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია