დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა?
2015/03/19 12:14:36

თუ გსურთ, რომ თქვენმა პატარამ კითხვა შეიყვაროს, ტელევიზორსა და კომპიუტერს წიგნი არჩიოს, ეს სტატია - სწორედ თქვენთვისაა. 

გთავაზობთ 12 სასარგებლო რჩევას გამოცდილი მშობლებისა და მასწავლებლებისგან იმის შესახებ, თუ როგორ მივაჩვიოთ ბავშვი წიგნის კითხვას.

მაშ ასე, როგორ გავუღვიძოთ ბავშვს წიგნის სიყვარული - სასარგებლო რჩევები:

1. ყველაზე მთავარი - ბავშვი უნდა იზრდებოდეს "მკითხველების" გარემოში. შეიყვარეთ წიგნები, იკითხეთ და შეაგროვეთ ისინი და პატარაც მოგბაძავთ - მშობლის მაგალითი ხომ ძალიან ბევრს ნიშნავს. 

2. გააცანით ბავშვს წიგნი ძალიან ადრეულ ასაკში. დაიწყეთ ლამაზი, ფერადი ნახატებიანი წიგნების დათვალიერებით. შემდეგ წაუკითხეთ პატარას ყველაზე მარტივი ლექსები და სიმღერები. მალე ჯადოსნური ზღაპრების დროც დადგება. 

პატარა ასაკში უკითხეთ ჟღერადი ხმითა და ნელი ტემპით, რათა მან უკეთ გაიგოს შინაარსი. წაუკითხეთ ბავშვს მაშინ, როცა ის წყნარად არის, არ ეძინება ან თამაშისკენ არ იწევს და არ დააძალოთ მას მოსმენა. 

შეუქმენით ყველა პირობა, რომ დრომ, როცა ის მამიკოსთან ან დედიკოსთან ერთად წიგნის კითხვაში ატარებს, დადებითი ემოციები და სიხარული მოჰგვაროს. ამ შემთხვევაში ის კიდევ და კიდევ მოისურვებს და მოითხოვს წიგნის წაკითხვას.

3. დააწესეთ ყოველდღიური კითხვის კეთილი ტრადიცია - შესაძლებელია ძილის წინ ან დღის განმავლობაში. პატარ-პატარა ზღაპრებისა და მოთხრობების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჯადოსნურ ისტორიებზე გაგრძელებებით, იმისათვის, რომ ბავშვს დააინტერესოს, რა მოხდება შემდეგ. 

4. აუცილებლად ელაპარაკეთ ბავშვს წაკითხულზე - იმაზე, რა მოეწონა და დაამახსოვრდა მას ყველაზე მეტად. მოისმინეთ მისი აზრი გმირებსა და სიუჟეტზე. ასე ყველა ბავშვი მიეჩვევა ანალიზს და წაკითხულს უკეთ გაიგებს. 

და როცა პატარა თავად ისწავლის კითხვას, "ლიტარატურული საუბრების" ტრადიცია უნდა გაგრძელდეს - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები საქმის კურსში იყვნენ, რას კითხულობს მათი შვილი - ასე თქვენ გაგიადვილდებათ ერთმანეთის გაგება და თაობებს შორის კავშირიც ასეთი საუბრებით ძალიან გამყარდება.

5. თავიდანვე დაუსახეთ პრიორიტეტები - წიგნი კომპიუტერსა და ტელევიზორზე მნიშვნელოვანია. ამიტომაც ეკრანებთან ყოფნის დრო ბავშვს შეუზღუდეთ. თამაშის დროს ჩაურთეთ აუდიოწიგნები და რადიოსპექტაკლები.

6. აუცილებლად მოუყევით ბავშვს იმ წიგნის ავტორის შესახებ, რომელსაც ის უსმენს ან კითხულობს - განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ადამიანს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ბავშვს სულ უნდა ესმოდეს წიგნების ავტორების სახელები - იქნებ კიდევ მოისურვოს საყვარელი მწერლის ნაწარმოების წაკითხვა.

7. როცა ბავშვი ისწავლის კითხვას, თავდაპირველად ეთამაშეთ მას და შეეჯიბრეთ რიგრიგობით კითხვაში. შემდეგ დაუთმეთ მას ასპარეზი, მიეცით საშუალება, რომ წაიკითხოს ხმამაღლა. შემდეგ კი დატოვეთ ერთი-ერთზე წიგნთან, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი რაღაც ეტაპზე მიხვდეს, რომ წიგნი ფილმებზე, მულტფილმებზე ან კომპიუტერულ თამაშებზე უკეთესია... და, პირველ რიგში, იმით, რომ მას თავად შეუძლია შექმნას და გააკონტროლოს თავისი და ავტორის ფანტაზიის სამყარო.

8. როცა კითხვას ისწავლის, აუცილებლად წაიყვანეთ ბავშვი წიგნის მაღაზიაში - მიეცით საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი წიგნი. შეგიძლიათ ურჩიოთ მას ის წიგნები, რომლებიც თავად წაგიკითხავთ ბავშვობაში. 

თავდაპირველად ბავშვმა კომიქსები ან ყველაზე მარტივი, ნახატებიანი წიგნებიც რომ აირჩიოს, ეს უკვე კარგია - მთავარია, პატარამ კითხვა დაიწყოს და შეიყვაროს ეს პროცესი. შემდეგ კი შეიძლება ნელ-ნელა დააინტერესოთ ახალი ლიტერატურით. მთავარია - არ გადატვირთოთ მაშინვე მისი აზროვნება ზედმეტად სერიოზული ან მოსაწყენი წიგნებით. 

9. თუ ბავშვმა უკვე იცის კითხვა, მაგრამ ის ხანდახან მაინც გთხოვთ, რომ თქვენ წაუკითხოთ, უარს ნუ ეტყვით. 

10. გაამყარეთ მისი ინტერესი წიგნებისადმი სხვა მეთოდებითაც. იარეთ მისი საყვარელი ზღაპრების სიუჟეტებზე დადგმულ ოპერაში, ბალეტსა და სპექტაკლებზე, ნახეთ პატარას საყვარელ წიგნზე გადაღებული ფილმები. შეიძლება პირიქითაც - დაანტერესოთ ის წიგნით ფილმის ნახვის შემდეგ.

12. მთავარია - არასოდეს დააძალოთ ბავშვს კითხვა! არ გააკრიტიკოთ მისი კითხვის მანერა და არ შეადაროთ მისი მიღწევები სხვა ბავშვებისას. მოსწავლეს კი შეეცადეთ შეუნარჩუნოთ და გაუღრმავოთ ლიტერატურის მიმართ სიყვარული საკლასო და კლასგარეშე წიგნებით, თუნდაც მასწავლებელმა ეს ვერ შეძლოს და თუნდაც სასკოლო პროგრამა ბავშვისვთის მოსაწყენი იყოს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია