საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლიტველ კოლეგებს უმასპინძლა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/15 14:42:50

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია  ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელაგაციას ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მინდაუგას კუკლიერიუსი ხელმძღვანელობს.

 


„საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე განვიხილეთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც  ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღი უკვე ცნობილია. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანის რეალურ პერსპექტივას ქმნის, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განვითარდეს, რაშიც გადამწყვეტი როლი ეკისრება დარგის სპეციალისტებისა და ფერმერების ცოდნის მაღალ დონეს. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებაზე ვისაუბრეთ. 


 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და კარგად განვითარებული ექსტენციის ცენტრები სწორედ ლიტვაში ფუნქციონირებს. მათ შექმნეს და დანერგეს პროგრამა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან  ფერმერები ჩართული, რაც მათ საშუალებას აძლევს  ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ როგორც  სასოფლო-სამეურნეო, ასევე საჭირო ფინანსურ საკითხებზე. თავის მხრივ, აღნიშნული პროგრამით ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს ოპერატიული და სრული ინფორმაცია მიიღოს, მოახდინოს ანალიზი და დაგეგმოს ხელშემწყობი, ეფექტიანი ღონისძიებები“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის საკითხებს და მათ მნიშვნელობას.

 


სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სემინარი, რომლეზეც ლიტველი კოლეგები ექსპენციის ცენტრებისთვის შექმნილი სპეციალური თანამედროვე პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. პრეზენტაცია გაიმართება სასტუმრო „ბეტციში“ და მასში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები.

 


ლიტვის დელეგაციის წევრები 16 მაისს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ ქვევრის ღვინის მუზეუმის გახსნას დაესწრებიან.ლიტვის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში სამი დღე დარჩება.

 


დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა და მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროებში.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია