დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი" გამოიცა
2016/12/08 22:34:49

 ქუთაისში ხელნაწერივეფხისტყაოსანიგამოიცა. პროექტი რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ინიციატივით  განხორციელდა. როგორც მერიის პრესსამსახურსი გვითხრეს, მასში მონაწილეობა ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.


წიგნის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში გაიმართა. ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, სკოლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


ვეფხისტყაოსნის გადაწერაში სკოლების 142-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სულ 1 696 სტროფი გადაიწერა. მოხდა ასევე წიგნის ილუსტრირებაც.


მერიის მიერ კი გამოიყო 2 900 ლარი, რომლის ფარგლებშიც ხელნაწერივეფხისტყაოსანის“ 180 ეგზემპლარი სტამბური წესით გამოიცა. წიგნები შემსრულებლებს საჩუქრად გადაეცათ.


 ჩვენ ვესაუბრეთ მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარ სპეცილისტს მაყვალა ქობულაძეს:


  „პროექტში მონაწილეობდა ქუთაისის თითქმის ყველა საჯარო და რამდენიმე კერძო სკოლა. დებულებები კრიტერიუმების შესახებ ელექტრონულად,  წინასწარ გადაეგზავნათ მათ, რის შემდეგაც სკოლებში ჩატარდა შიდა კონკურსები კალიგრაფიაში. გამარჯვებულები მოვიწვიეთ ჩვენთან და დავურიგეთ ტაეპები. ეს პროცესი 8 თვე მიმდინარეობდა და მივიღეთ ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც  142 ხელმწერმა  გადაწერა. ძირითადად გამარჯვებული სკოლების მასწავლებლებმა, მოსწავლეეებმა და დირექტორებმა. ამ პროცესში სულ 7-მა დირექტორმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 41-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა, გენადი მარგველაშვილმა, მან შესავალი გადაწერა. აქვე უნდა აღვნიშნო,რომ წიგნის ყდა და ჩასადები უფასოდ დაგვიმზადა აკაკი   წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩაშენებული სისტემეების ლაბორატორიამ.  პროექტის განხორციელება დაჯდა 2900 ლარი, რაც მერიის კულტურის სამსახურმა დააფინანსა.“

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია