საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი ვიზიტი ქუთაისში დღის, 17 საათზეა დაგეგმილი. როგორც გაზეთი „p.s.“-ისთვისაა ცნობილი, ის რეაბილიტირებულ კლინიკურ (რესპუბლიკურ) საავადმყოფოს გახსნის, რომელიც ძველი კლინიკური საავადმყოფოს მახლობლადაა. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა გაზეთ „p.s.”–ს აღნიშნული ღონისძიების გაშუქების საშუალება. თუმცა გაზეთი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის პრესსამსახური და დაცვის თანამშრომლები აღნიშნული ღონისძიების გაშუქების უფლებას მოგვცემენ.