საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
,,ქართუ" განათლების, ხელოვნების და სპორტის წარმომადგენლების დასაფინანსებლად სამინისტროებს თანხას გამოუყოფს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/19 17:52:43

 

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახმარებების გაცემა შეუწყვიტა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ამ თემას ფონდი "ქართუს" იურისტი ნინო კიკნაძე გამოეხმაურა და დაფინანსების შეცვლილ წესთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. 


– განათლების, ხელოვნების და სპორტის წარმომადგენლების დაფინასებისას შეიცვალა დაფინანსების გაცემის წესი და ხელშეკრულების მხარე; –  განაცხადა ნინო კიკნაძემ.


მისი თქმით, განათლების, ხელოვნების და სპორტის წარმომადგენლების დასაფინანსებლად ფონდი ,,ქართუ" სამინისტროებს თანხას გამოუყოფს.


,,ჩვენ უკვე ვურთიერთობთ სამ სამინისტროსთან – კულტურის, სპორტის და განათლების სამინისტროებთან. თითოეული სამინისტრო ფონდისგან მიიღებს შესაბამის გრანტს. ისინი მიიღებენ იმავე მოცულობის დაფინანსებას, რაც მათ ჰქონდათ.


ბენეფიციარებს სამინისტროები გაუფორმებენ ხელშეკრულებებს და ამ რეჟიმში აიღებენ თანხებს. ანუ ცვლილებები, ან სიებში ან თანხის ოდენობაში არ იგეგმება, უბრალოდ თითოეული ბენეფიციარისთვის შეიცვლება ხელშეკრულების მხარე და იქნება შესაბამის სამინისტროსთან. თებერვლის ბოლოსთვის უკვე სამინისტროები იქნებიან სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ დაუკავშირდნენ მათ, დაიბარონ და გაუფორმონ შესაბამისი ხელშეკრულებები”, - განაცხადა ნინო კიკნაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია