პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა გოგი წულაიამ 27 აპრილს ჟურნალისტებისათვის მორიგი ბრიფინგი გამართა. მან 26 აპრილს, დღის მეორე ნახევარში აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ისაუბრა, რომელიც თავად შეემთხვა.
წულაიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ გაიგო, რომ იგი ოპოზიციის ლიდერია, მასზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა და ხელბორკილებით ნარკოლოგიურში გადაიყვანა.
„გუშინ ჩემი ავტომანქანით მოვყევი ავტოსაგზაო შემთხვევაში, ოდნავ გავკაწრე მეორე მანქანას, რის შემდეგაც გადავიხადე ჯარიმა - 250 ლარი. საინტერესო ისაა, რომ, ამის შემდეგ, როცა გაიგეს, „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი ვიყავი, მაშინვე გადაწყვიტეს ხელზე ბორკილების დაედოთ და ნარკოლოგიურში გადავეყვანე, რათა შევემოწმებინათ - ვიყავი თუ არა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ჩემს მიმართ. ალბათ, ამით მაგრძნობინეს ის, რომ მწვავე თემებზე ბრიფინგები აღარ უნდა გავმართო და არ გავაპროტესტო,“ - განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა გოგი წულიამ.
როგორც წულაია აცხადებს, პოლიცია მას თავზე უკვე სამჯერ დაესხა და ამდენჯერვე მოხდა მისი პოლიციის შენობაში უკანონოდ გადაყვანა.