დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული ეტიუდები
გერმანიაში ექვსი ქართველი და ექვსი აფხაზი მწერლის ერთობლივი კრებული გამოიცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2021/02/03 20:25:16
კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით და გოეთეს ინტიტუტის თანადაფინანსებით აფხაზური და ქართული მოთხრობები ერთ კრებულში სახელწოდებით „ლეღვის ხე“ გერმანულ ენაზე გამოიცა. პროექტი განხორციელდა ქართული ლიტერატურული ინიციატივის მიერ გერმანული გამომცემლობა Klak Verlag-თან თანამშრომლობით.

კრებული, რომლის შემდგენელები არიან გურამ ოდიშარია და როინ აგრბა, სხვადასხვა თაობის ექვსი ქართველი და ექვს აფხაზი მწერლის ნაწარმოებებს აერთიანებს: დ. ზანთარია („გრამაფონი“), დ. ნაჭყებია („მინაში“), ჯ. ახუბა („ტუგანი“), ნ. თარბა („აფსიმრა – მიცვალებულთა მზე“), ა. გაგუა („ვიდრე არ ამოვა მზე“), დ. ჩაჩხალია („ლეღვის ხე“), გ. ოდიშარია („მიხეილ ბღაჟბა და ომი“), ლ. ბუღაძე („თვითშეფასება“), თ. დოლენჯაშვილი („მორჩილება“), აბო იაშაღაშვილი („ჰოლინშედის ქრონიკები“), დ. ანფიმიადი (მკვდრები“), გ. კეკელიძე („ორი ამბავი ზურგიდან“).
 გერმანულ ენაზე გამოცემული კრებული ხელს შეუწყობს აფხაზურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებას და აფხაზი და ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდას საზღვრებს გარეთ.
 გერმანულ ენაზე მოთხრობების მთარგმნელები არიან თამარ მუსხელიშვილი, კატია ვოლტერსი და ოლგა კოჰლერი. კრებულის ყდაზე გამოყენებულია აფხაზი მხატვრის რუსლან აგირბას ნამუშევარი „უცნობი წმინდანი“.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია