დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი განათებისაკენ
2012/04/26 15:00:03

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის დაბაზში ქუთაისის გარე განათების სისტემის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ენერგოეფექტურობის კომპანია ქუთაისის მერიასთან და შპს „ინტერრაო ეეს“-ის ენერგოეფექტურობის ცენტრთან ერთად ახორციელებს. შეხვედრას ქალაქის მერი გიორგი თევდორაძეც ესწრებოდა.

„საპილოტე რეჟიმში აღმაშენებლის გამზირზე 20 სანათი წერტილი შევცვალეთ ახალი ენერგო-ეფექტური ნათურებით, რაც დაახლოებით 4-ჯერ ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.“ - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

„არსებული ლამპიონები 3-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე დღეს არსებული სანათები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული სისტემით შეგვიძლია გავაკონტროლოთ მრიცხველის ჩვენებები. ახალი სანათები ბევრად უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე არსებული ნათურები. რომ საპილოტე  ვერსიის დასრულების შემდეგ ეტაპობრივად ქალაქის სხვადასხვა უბნებში ძველი ნათურები ახალი სანათებით ჩანაცვლდება,“ - აღნიშნა ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

საპილოტე რეჟიმში  20-მდე სანათი წერტილი 25 აპრილს საღამოთი ჩაირთო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია