დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სათესლე მასალების შესახებ კანონპროექტის განხილვები დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/03/29 17:07:20

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით სათესლე მასალების შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვა მოაწყო. მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პარლამენტის აგრარული კომიტეტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე დონორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თესლის წარმოებაში ჩართული კერძო პირები.


FAO-ს კომუნიკაციების კონსულტანტის, თამუნა კვარაცხელიას ინფორმაციით, შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს და FAO ახორციელებს.
საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ამჟამად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი ითვლება. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პროდუქტიულობისა და ხარისხის ზრდის გზით.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სასურსათო წარმოება შესამჩნევად გაიზარდა, დარგის ერთ-ერთ მთავარ სირთულედ მოსავლიანობა რჩება. ფართობის მიხედვით მოსავლიანობის  დაბალი მაჩვენებლის რამოდენიმე ძირეული მიზეზი არსებობს, მათ შორის სათესლე მასალის დაბალი ხარისხი, რაც განპირობებულია მეთესლეობის სექტორის გაუმართავი ფუნქციონირებით.


დღეისათვის საქართველოში არ არსებობს თესლის გამყიდველის მიერ განცხადებული მონაცემების პროდუქტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქართველ ფერმერს არ მიუწვდება ხელი გარანტირებული ხარისხის სათესლე და სარგავ მასალაზე. ხშირ შემთხვევაში მისთვის  დადასტურებული არ არის, თუ რომელი რეპროდუქციისაა სათესლე მასალა და  მისი ჯიშიც კი.


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით ავითარებს სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემას. სისტემა მოიცავს როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი წარმოების სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირებას. მუშაობა მიმდინარეობს სისტემის პროცედურების, საკანონმდებლო და ლაბორატორიული უზრუნველყოფის კუთხით.
დასრულებულია მუშაობა საქართველოს სათესლე მასალის შესახებ კანონპროექტის პირველ სამუშაო ვერსიაზე, რომელშიც ჩართულები იყვნენ ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტები. შემუშავებული დოკუმენტი მოყვანილია საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოში და მოიცავს ყველა იმ საჭირო ელემენტს, რომელიც აპრობირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში.


კანონი სათესლე მასალის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანია მოხდეს სათესლე მასალის ხარისხის კონტროლი და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი სათესლე მასალა, ერთერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის ჩამოსაყალიბებლად.


თესლის სერტიფიცირება ერთ ერთი მნიშვნელოვანი პროცედურაა ქვეყანაში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ხარისხიანი სათესლე მასალის დამზადებისა/იმპორტისა და გავრცელებისათვის, რაც მოსავლიანობის ზრდის ერთ ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მოსავლიანობის ზრდა კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს სოფლად შემოსავლის ზრდას და სიღარიბის შემცირებას.


შეხვედრის დისკუსიების დროს გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში, რომელიც აპრილში იქნება მზად.


თუ პირველი კანონი სრულყოფილი ვერ იქნება, ეს პრობლეა არაა. მთავარი მიზანია  მეთესლეობის წარმოების რეორგანიზაცია, რათა ფერმერებს უკეთესი ხარისხის სათესლე მასალა მივაწოდოთ,” - ამბობს ჟან-ლუის დუვალი (საფრანგეთი), FAO- კონსულტანტი. “საქართველოში წინა ვიზიტების დროს ვნახე, რომ ამ ხელსაყრელი კლიმატის მქონე ულამაზეს ქვეყანაში ხორბლის მოსავალი ჰექტარზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უფრო მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ასე რომ, დიახ, რა თქმა უნდა საჭიროა სასწრაფო ზომების გატარება ფერმერებისათვის მაღალი ხარისხის მასალებით მომარაგებისათვის, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კანონის მთავარი დანიშნულება ჯერ კატალოგისა და ქვეყანაში მეთესლეობის ინდუსტრიის დახვეწაა.”


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია