დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დიდგულა
2012/04/09 11:00:03

დიდგულა საქართველოში კარგად გავრცელებული    მცენარეა. იგი ცხრატყ-ავასებრთა  ოჯახის  წარმომადგენელია. ბუჩქია, მაგრამ კარგ პირობებში დაბალტანიან ხედაც იზრდება. აქვს სურნელოვანი ღია ყვითელი ფერის ყვავილები, შავი ფერის წვნიანი, კურკიანი ნაყოფი.

დიდგულას ყვავილი შეიცავს გლიკოზიდებს - სამბუნიგრინს, სამცინს, რუტანს, ასევე ეთერზეთს, ქოლინს და ქლორიგენს, კოფეინს. ნაყოფები მდიდარია C და E ვიტამინებით. მომჟავო-მოტკბილო ნაყოფები საჭმელად ვარგისია, გამოიყენება მარმელადის, მურაბის, სიროფის, ჯემის, ძმრის დასამზადებლად. ყვავილები, რომელსაც ნუშის სუნი აქვს, კონიაკ-ლიქიორის და საკონდიტრო წარმოებაში გამოიყენება.

დიდგულას პრეპარატები მედიცინაში ინგალაციის სახით გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებისა და ბრონქოექსტაზის დროს. ქერქის პრეპარატები კი თირკმელებისა და საშარდე ბუშტის სამკურნალოდ. ყვავილებისაგან ამზადებენ ჩაის და ოფლდამდენად იყენებენ. ჩვილ ფოთლებს თაფლში ხარშავენ და გამხსნელ საშუალებად იყენებენ ქრონიკული კუჭშეკრულობის დროს.

დიდგულას ფესვებისა და ქერქის ნახარში (თითოეული 15-15გ. 1 ლიტრ წყალზე ადუღებენ 20 წუთს ნელი დუღილით) გამოიყენება თირკმელების წყალმანკისა და დიაბეტის სამკურნალოდ (ამ დაავადებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ანწლი, ძალიან ეფექტურია).

ყვავილების ცხელი ნაყენის სახით იღებენ: 2 ჩაის კოვზი ყვავილები ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე, დგამენ 10 წუთს და შემდეგ წურავენ (დღეღამური დოზა -სვამენ ყლუპ-ყლუპობით ერთ-ორ დოზად)

ნაყოფებისა და ფოთლებისაგან ცივი წყლის გამონაწვლილს ამზადებენ. 1/2 ჩაის კოვზ ხმელ ნაყოფს ან 1/2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს საღამოთი დგამენ ერთ ჭიქა წყალზე. დილით გამონაწვლილს ათბობენ და სვამენ.

ფესვების ქერქის ნახარშს იღებენ წყალმანკის და ზედმეტი სიმსუქნის დროს. ფოთლების ნახარშს ურევენ აბაზანებისათვის რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ბუასილის და კანზე გამონაყარების წინააღმდეგ.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1532
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია