დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტური თვალი ფოტოობიექტივში
2011/05/30 12:54:03

წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებმა 24 მაისს ფოტოგამოფენა მოაწყვეს. ვერნისაჟზე 13 სტუდენტის ოთხმოცზე მეტი, თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

 

სასწავლებლისა და გელათის სასულიერო აკადემიის რექტორატთან, პედაგოგებსა და სტუდენტებთან ერთად, ახალგაზრდების შემოქმედებით დაინტერესდნენ თანაქალაქელი კოლეგები. ჟურნალისტიკის რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე პირველი ნაბიჯები, წარმატებული დებიუტი მიულოცეს ახალგაზრდებს გელათის სასულიერო აკადემიის რექტორმა, მამა მიქაელმა (გალდავა), ფაკულტეტის დეკანმა მაია ჭეიშვილმა, ფოტოჟურნალისტმა თორნიკე ტურაბელიძემ, ბერძენმა სტუმარმა ანასტასია სტრუვალმა, მისმა ქუთაისელმა მასპინძელმა იზო დაშნიანმა და სხვებმა. ახალგაზრდების შემოქმედებით მოხიბლულმა ბერძენმა ქალბატონმა ემოციები ვერ დაფარა: „აღტაცებული ვარ ამ მშვენიერი ფოტოგამოფენით. გულწრფელად გეტყვით, მსგავს ახალგაზრდულ ღონისძიებაზე არასოდეს ვყოფილვარ. ისე ბედნიერი ვარ, არასოდეს დამავიწყდება. საქართველოში პირველად ვიმყოფები, გამაოცა თქვენმა კულტურამ, ტრადიციებმა, არაჩვეულებრივმა სტუმართმოყვარეობამ. როცა საბერძნეთში ჩავალ, ყველას ვუამბობ თქვენს შესახებ.“ ქალბატონი ანასტასია მხოლოდ გულთბილ სიტყვებს არ დასჯერდა, მან შემოწირულობაც გადასცა სასწავლებელად.

დამთვალიერებელთა საერთო მოწონება დაიმსახურა იმედა ჩიტიანის, გიორგი დათიაშვილის, სალომე კოხრეიძის, ქეთინო მსხილაძის, ირინე მოდებაძის შემოქმედებამ. სტუმართა შეფასებით, ყველა ნამუშევარში ჩანს ხელოვანის ხედვა და ალღო, რაც მთავარი პირობაა მომავალში პროფესიონალის ჩამოსაყალილებლდა.

საგნის პედაგოგის, ჟურნალისტ დარეჯან გაბუნიას თქმით, ეს გამოფენა სტუდენტთა საკურსო ნამუშევარია, იგი სასწავლებელში ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველ წელს გაიმართება.

 ნელი ჟღენტი

თამთა გოგოლაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია