დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბაადურ სამადაშვილი: „ჩემი თავი ამ ქალაქისთვის არ მენანება“
2009/11/23 14:32:49

 

უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია იმა­ში, რომ მან მუ­სი­კა აირ­ჩია, ხელო­ვა­ნის გზა და ცხოვ­რება. ამ „ტვირ­თთან“ ერ­თად ბაა­დურ სა­მა­დაშ­ვი­ლი კი­დევ ერთ სა­პა­სუხის­მგებლო მი­სი­ას ატა­რებს. ესეც ერ­თგვა­რი ტვირ­თი­ა, წი­ნაპ­რები თა­ვი­ან­თი პირ­ნა­თე­ლი ცხოვ­რებით რომ „აგ­კი­დებენ“ და შენც ღირ­სე­უ­ლად უნ­და ატა­რო. მა­მის მხრი­დან სა­მა­დაშ­ვი­ლები, დე­დის მხრი­დან - ნიჟარა­ძეები. ორი დი­დი პა­პა - ნი­კო სა­მა­დაშ­ვი­ლი და და­თა ნიჟარა­ძე, მის­თვის სა­მა­გა­ლი­თო­ნი და სა­ა­მაყონი არი­ან.

წარ­მო­შობით აქე­და­ნა­ა, ქუ­თა­ი­სი­დან, და თუნ­დაც ამი­ტო­მა­ცაა აქ, ქუ­თა­ი­სის ოპე­რის თე­ატ­რში - სამხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი დი­რიჟორი.

„მე ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რან­გი სა­შემ­სრუ­ლებლო ხელოვ­ნებაში ოპე­რაა. დი­რიჟორის­თვის სა­პა­სუხის­მე­გებლოა ამხელა ორ­გა­ნიზ­მის ხელ­ში აყვა­ნა, ძა­ლი­ან მიყვარს კა­მე­რუ­ლი, მაგ­რამ ოპე­რა უფ­რო რთუ­ლი­ა, უფ­რო სა­პა­სუხის­მგებლო, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო.“

მი­სი გზა: მუ­სი­კი­დან სამჯერ წა­ვი­და, სამჯერ­ვე უკან დაბრუნ­და. წა­ვი­და იმი­ტომ, რომ რთუ­ლი დრო იყო, ოჯახი ჰყავ­და სარ­ჩე­ნი, შვი­ლები... პირ­ვე­ლად ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა ჰქონ­და - 1993-95 წლები ბიზ­ნესს და­უ­კავ­ში­რა, უმუ­სი­კოდ ვერ გაძ­ლო, დაბრუნ­და, რო­გორც პე­და­გო­გი, რო­გორც დი­რიჟორი. 1995 წელს ახალ­გაზ­რდუ­ლი კა­მე­რუ­ლი ორ­კეს­ტრი შექ­მნა, რო­მელ­მაც მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა: გერ­მა­ნი­ა, უნ­გრე­თი, პო­ლო­ნე­თი, ჩეხეთი, ჰოლან­დი­ა, რუ­მი­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი... 1997 წლი­დან თბილი­სის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­ტრში მუ­შაობდა, მე­რე ბათუმ­ში. საბერ­ძნეთ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლის ლა­უ­რე­ა­ტი გახდა. გერ­მა­ნი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო შთაბეჭ­დი­ლება მოახდი­ნა მსმე­ნელ­ზე. დღეს ქუ­თა­ის­შია.

„ღმერ­თი რა­საც გაძ­ლევს, იმით უნ­და იცხოვ­რო. შე­ნი სა­ვა­ლი გზა ესაა. სირ­თუ­ლეები ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას აქვს, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ძი­რი­თა­დი დარტყმა ფსი­ქი­კა­ზე  მო­დის, მუ­სი­კა­ში არა­რე­ა­ლუ­რი სამყაროა. ის მხოლოდ მა­შინ არ­სებობს, რო­ცა ჟღერს, მე­რე - არა. ხელოვ­ნების ნების­მი­ე­რი სხვა დარ­გი ფი­ზი­კუ­რად რე­ა­ლი­ზებადი­ა, არა­რე­ა­ლურ სამყარო­ში რე­ა­ლუ­რად ცხოვ­რება ძნე­ლი­ა, ამი­ტომ ამბობენ ხოლ­მე, მუ­სი­კო­სები „ვერ არი­ან კარ­გა­დო“. მათ აქვთ თა­ვი­სი სამყარო, რომ­ლი­თაც თავს იცა­ვენ დი­დი სამყარო­დან. თუმ­ცა, პი­როვ­ნებაზეც ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დებული. ზოგს თა­ვი­სი თა­ვი უფ­რო უყვარს მუ­სი­კა­ში, ვიდ­რე - მუ­სი­კა. ასაკ­თან ერ­თად გა­მოც­დი­ლებაც გე­მა­ტება და ის საქ­მე გიყვარს, რა­შიც შრო­მას ჩა­დებ.“

„რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ხარ, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ გის­მე­ნენ. ჩე­მი გზა ეს იყო. ამის­თვის გავ­ჩნდი, არა­მად­ლი­ე­რი პრო­ფე­სი­ა­ა, მაგ­რამ ნარ­კო­ტი­კი­ვი­თა­ა, ის რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რებაში გა­ღი­ზი­ა­ნებს, აქ სრულ-ყოფი­ლებაა.“

მაყურებელი: „მნიშ­ვნე­ლობა არა აქვს ვის­თვის იხარჯები, მუ­სი­კა ისე­თი რა­მა­ა, ბოლომ­დე აკე­თებ გა­სა­კე­თებელს.“

„გერ­მა­ნე­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი მაყურებელი ჰყავთ, იტა­ლი­ე­ლებს - კრი­ტი­კუ­ლი, რუ­სეთს - მცოდ­ნე და და­დებითი ემო­ციების მქო­ნე, თუმ­ცა, არა­ფერს გპა­ტიობენ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­პა­სუხის­მგებლო ქარ­თვე­ლი მაყურებელია. აქ სხვა ტრა­დი­ციებია, გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დი­ა, შვიდხმი­ა­ნი სიმ­ღე­რა გვაქვს ქარ­თვე­ლებს და, ავ­ტო­მა­ტუ­რად, კარ­გი მსმე­ნე­ლებიც ვართ, რამ­დე­ნად მცოდ­ნე - ეს კი­დევ სხვა საქ­მეა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვმა თუ მო­გის­მი­ნა, ე.ი. ყვე­ლა­ფერს კარ­გად აკე­თებ. ბავ­შვმა თუ არ მო­გის­მი­ნა, მა­შინ აზ­რი არა აქვს. მთა­ვა­რი­ა, რო­გორ აწო­დებ მუ­სი­კას, რო­გორ აჩ­ვე­ნებ, მთა­ვა­რი­ა, სი­მარ­თლე თქვა.“

ქარ­თუ­ლი ხასი­­თი: „ხელოვ­ნების დარ­გი არ არ­სებობს, სა­დაც ქარ­თვე­ლი არ ბრწყინავ­დეს, იმი­ტომ, რომ განსხვავ­დება ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი საწყისით, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლი ბრი­ლი­ან­ტია.

გერ­მა­ნე­ლები ჩვე­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი­სათ­ვის არ არი­ან რე­კო­მენ­დებული, მა­ინც სნობები არი­ან. იტა­ლი­ე­ლები, რუ­სები, ფრან­გები ემო­ცი­ა­ზე არი­ან აწყობილები. ქარ­თვე­ლების­თვი­საც ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა ემო­ცი­ურ საწყისებზე­ა, თუ ემო­ცია არ არის, ის მუ­სი­კა გახუნებული­ა, უ­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა, ემო­ცი­ა­საც უნ­და რე­გუ­ლი­რება. სტი­ქი­უ­რი არა­ფე­რი ვარ­გა.“

აქ, ქუ­თა­­სის ოპე­რა­ში: „არ შე­იძ­ლება, ადა­მი­ანს მოსთხოვო ის, რაც არ არის, რაც არის იმის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი უნ­და შეს­თა­ვა­ზო. აქ, ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რში, შე­იძ­ლება ისე­თი რა­მეები ნახო, რა­საც სხვა თე­ატ­რებში ვერ იპო­ვი. ამ უსახსრობის, ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უ­მის პი­რობებში მუ­სი­კო­სები მხოლოდ ინ­ტუ­ი­ცი­ით სა­ოც­რებებს აკე­თებენ.

ქუ­თა­ისს ის­ტო­რი­უ­ლი მი­სია აქვს მუ­სი­კა­ში. ყვე­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლა ამ ქა­ლა­ქი­და­ნა­ა, ბევ­რი წამყვა­ნი თე­ატ­რი არ არის დე­და­ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ისი­ნი პირ­ვე­ლები არი­ან თა­ვი­სი არ­სით. მე არ მე­ნა­ნება ჩე­მი თა­ვი ამ ქა­ლაქ­ში, ამ თე­ატ­რში.  არას­დროს ყოფი­ლა, იქა­უ­რი ქუ­დი და­მეხურა, სა­დაც მივ­დი­ო­დი. ან იქ­ნება ყვე­ლა­ფე­რი ისე, რო­გორც მე მინ­და, ან იქ არ ვიქ­ნები. დღეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, ისე არ არის, რო­გორც მე მინ­და. მაგ­რამ აქ არის ძა­ლები, მი­დის მუ­შაობა, გვაქვს პრე­მი­ე­რები, გა­ლა კონ­ცერ­ტები... სამ­წლი­ა­ნი მომ­ზა­დება მა­ინც გვჭირ­დება, რომ ევ­რო­პა­ში გა­ვი­დეთ.

დღეს არ გვყავს, მაყურებელი, მაგ­რამ ვინც გვყავს, ის სა­უ­კე­თე­სო მაყურებელია მსოფ­ლი­ო­ში.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია