დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ნოღაიდელის ერთობის“ ექო
2010/02/26 14:32:26

23 თებერვალს თბილისში, ჭადრაკის სასახლეში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ, ზურაბ ნოღაიდელმა, კობა დავითაშვილმა, ზვიად ძიძიგურმა და ლევან გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერეს გაერთიანების აქტს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პარტიების ქუთაისის რეგიონულ ოფისებში შემდეგ კომენტარებს აკეთებენ:

 შოთა ბურჯანაძე, მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ გამგეობის წევრი: „ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა თითოეული ქართველის ვალდებულებაა. საქართველოს ისტორიის ყველა ფაზაში ერთიანობა აუცილებლობას წარმოადგენდა. დღეს არსებული რეჟიმის ქვეშ, სადაც უზურპაცია და დიქტატურა ჩვეულებრივი მოვლენაა, ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების შეცვლისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. საზოგადოებრივი დაკვეთაა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის შერჩევა. ჩვენ საუბარი გვაქვს საზოგადოებრივ დაკვეთაზე და არა რუსეთის დირექტივებზე. ქვეყანაში არსებული რეჟიმის შეცვლა და სოციალური პრობლემების გადაჭრა, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯის ამაღლება არის მთავარი ამოცანა. სწორედ, ამას ემსახურება ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება“.

თინათინ გვანცელაძე, ლეიბორისტული შრომის პარტიის ქუთაისის შტაბის ორგანიზაციის ოფისის მენეჯერი: „ამასთან დაკავშირებით ჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ. თავად ჩვენ ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ“.

მამუკა მღვდელაძე, „მემარჯვენეების“ პარტიის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე: „რა თქმა უნდა, არ ვემხრობით ნოღაიდელის პარტიასთან გაერთიანებას. გარკვეული ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა რუსეთის ჩარევით მოხდა და ქვეყნისთვის არასაკეთილდღეოა“.

გოგიტა ხურციძე, პარტია „ეროვნული ფორუმის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი: „ჩემი აზრით, ნოღაიდელის გაერთიანება არის სააკაშვილის ოპოზიცია, ანუ სააკაშვილია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. სახელმწიფომ სწორი საარჩევნო კანონმდებლობა რომ მიიღოს, მაშინ ჩავერთვებოდით არჩევნებში“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია