საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს
2017/12/04 18:21:56

 

 

2017 წელს საქართველო ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო 200 წელს სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. 4 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა პოეტის განახლებული მემორიალური სახლ-მუზეუმი, სადაც სარეაბილიტაიო სამუშაოები მიმდინარე წელს ჩატარდა.


7 დეკემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც თეატრალური და ლიტერატურული წარმოდგენის სახე ექნება.


საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყოკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითგამოიცა ქართულ, გერმანულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე თარგმნილი ხუთენოვანი წიგნი; გერმანიაში გამოიცა ბარათაშვილის საიუბილეო კრებული (რაინერ ქირშის თარგმანი);  ივნისში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში ჩატარდა მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ინსტიტუტში, ლიტერატურის მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბარათაშვილის პირადი ნივთები, ხელნაწერები, იშვიათი გამოცემები, პუბლიცისტიკა, შემოქმედება, უბის წიგნაკები და სხვა.


სექტემბერში მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო  132-მა მეცნიერმა, მათ შორის 57 -მა უცხოელმა, მსოფლიოს 17 ქვეყნიდან.


მიმდინარე წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პროექტებისმრავალფეროვანი საქართველოდაკულტურა საზღვრებს გარეშე“  ფარგლებშიეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ  (მარნეული, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, პანკისისხეობა) და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონების  (რუხი, მეჯვრისხევი, ორსანტია და ნიქოზი) მოსახლეობისათვის ნ. ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული სალექციო კურსები ჩატარდა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 67
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია